Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ხულოში გაიმართა შეხვედრა სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან

15 ნოემბერს, აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების თანამშრომლებს შეხვედნენ და იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სოციალურ დავებთან დაკავში..

2016-11-15

ქალთა უფლებების თემაზე დევნილებთან შეხვედრა გაიმართა

15 ნოემბერს, მცხეთა–მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატებმა, ქალთა უფლებების თემაზე, შეხვედრა გამართეს მცხეთის რაიონის სოფელ ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს გააცნეს იურიდიული..

2016-11-15

იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასებაზე ტრენინგი ჩატარდა

9 ნოემბერს დასრულდა ორდღიანი ტრენინგი იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისათვის, რომელიც მომსახურების ხარისხის შეფასების მეთოდოლოგიას ეხებოდა. სწავლება აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდა..

2016-11-09

იურიდიული დახმარების საბჭო მუშაობს საკანონმდებლო ცვლილებებზე

7 ნოემბერს, EWMI/PROLoG–ის ორგანიზებით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც იურიდიული დახმარების საბჭოს წევრებმა, ბრიტანელ ექსპერტებთან – ავრომ შერსა და ალან პატერსონთან ერთად, განიხილეს „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში შე..

2016-11-07

იურიდიული დახმარების საბჭომ და ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიამ საზოგადოებრივი ადვოკატების შეფასების სისტემა განიხილეს

7 ნოემბერს, EWMI/PROLoG–ის ორგანიზებით გაიმართა იურიდიული დახმარების საბჭოს და ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის შეხვედრა, რომელზეც საზოგადოებრივი ადვოკატების შეფასების სისტემა განიხილეს. შეხვედრას ბრიტანელი ექსპერტები – ავრომ შერი და ..

2016-11-07

იურიდიული დახმარების ხარისხის უზრუნველყოფის თაობაზე მსჯელობა გაიმართა

როგორი უნდა იყოს სისტემა, რომელიც სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის მონიტორინგს უზრუნველყოფს, – ამაზე იმსჯელეს იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა მრგვალ მაგიდაზე, რომელიც 5 ნოემბერს, თბილ..

2016-11-05

საინფორმაციო შეხვედრა წალკაში

იურიდიული დახმარების სამსახურის რუსთავის ბიუროს და წალკის საკონსულტაციო ცენტრის იურისტებმა 23 ოქტომბერს წალკაში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობა უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობებს გაეცნო. მოქ..

2016-10-23

საინფორმაციო შეხვედრა დევნილებთან

3 ოქტომბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს საზოგადოებრივმა ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს თბილისში, ყოფილ სასტუმრო „კოლხეთში“ ჩასახლებულ დევნილებთან. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა იძულებით გადაადგილებულ პირე..

2016-10-03

საზოგადოებრივმა ადვოკატებმა, პანკისის ხეობაში, ქალთა უფლებებზე შეხვედრა გამართეს

იურიდიული დახმარების სამსახურის თელავის ბიუროს საზოგადოებრივმა ადვოკატებმა დღეს პანკისის ხეობის სოფელ დუისში, უხუცეს ქალთა საბჭოს ოფისში, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივებს ქალთა უფლებებისა და ოჯახში ძალადობი..

2016-09-30

იურიდიული დახმარების სამსახური მეოთხედ დასახელდა ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე საჯარო ორგანიზაციად

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ IDFI–ის ყოვეწლიური ანგარიშის მიხედვით, იურიდიული დახმარების სამსახური, ბოლო ექვსი წლის მანძილზე, უკვე მეოთხედ დასახელდა ერთ–ერთ ყველაზე ანგარიშვალდებულ და გამჭვირვალე საჯარო დაწესებულებად. IDFI&..

2016-09-28