Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

საინფორმაციო შეხვედრა ბაღდათის რაიონი სოფელ როკითის მოსახლეობასთან

იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ქუთაისის ბიუროს ადვოკატებმა ბაღდათის რაიონის სოფელ როკითის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა  გამართეს. შეხვედრის ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივებისათვის აქტუალურ სამართლებრ..

2016-12-08

სემინარი ხულოს საჯარო სკოლაში

იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს ადვოკატებმა ხულოს საჯარო სკოლაში სემინარი გამართეს. სემინარის ფარგლებში, საზოგადოებრივი ადვოკატები უფროსკლასელ მოსწავლეებს ესაუბრნენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე, ასევე გააცნეს უფასო იური..

2016-12-07

უფასო იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა შორის მოქალაქეთა ეფექტური გადამისამართების საკითხებზე დისკუსია გაიმართა

როგორ უნდა მოხდეს უფასო იურიდიული დახმარების მომწოდებელთა შორის მოქალაქეთა სწორი და ეფექტური გადამისამართება - ამ თემაზე იმსჯელეს უფასო იურიდიული დახმარების განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მრგვალ მაგიდაზე, რომელიც გაიმართა სასტუმრო ..

2016-12-06

საინფორმაციო შეხვედრა თელავის რაიონის სოფელ კისისხევში

იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის–თელავის ბიუროს ადვოკატებმა თელავის რაიონის სოფელ კისისხევის მოსახლებასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა უპასუხეს მოსახლეობის შეკითხვებს ოჯახში ძალადობ..

2016-12-02

მოსწავლეები ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის საკითხებს გაეცნენ

იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის–სიღნაღის ბიუროს ადვოკატებმა სიღნაღის რაიონის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლაში სემინარი გამართეს. სემინარის ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის საკითხებზე ისაუბრეს და&nbs..

2016-11-30

იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები სასკოლო სემინარების ჩატარებას განაგრძობენ

იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები განგრძობენ სასკოლო სემინარების ჩატარებას, რომელთა მიზანია არასრულწლოვანთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენცია. მორიგი სემინარი, დღეს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო ს..

2016-11-28

იურიდიული დახმარების სამსახურის კონსულტანტის ძალისხმევით, მიწისძვრით დაზარალებულმა მოქალაქემ კომპენსაცია მიიღო

იურიდიული დახმარების სამსახურის საჩხერის საკონსულტაციო ცენტრის იურისტის, ინგა ნოზაძის, დახმარებით, მიწისძვრით დაზარალებულმა მოქალაქემ  მალხაზ ღ.–მ სახელმწიფოსგან კომპენსაციის მიღება შეძლო. ჭიათურის რაიონში მცხოვრებ მალხაზ ღ.–ის შვ..

2016-11-25

ტრენინგი საგადასახადო სამართლის საკითხებზე

18 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები საგადასახადო სამართლის საკითხებზე ორგანიზებულ ტრენინგს დაესწრნენ. სწავლება ჩატარდა ევროკავშირის და გაეროს ერთობლივი პროგრამის – „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მარ..

2016-11-18

ტრეფიკინგთან ბრძოლის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტებმა, სამსახურის დირექტორის მოადგილის, ირაკლი შონიას, ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღეს ტრეფიკინგის ბრძოლის საკითხებზე ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც 13–16 ნოემბერს, ყვარელში გაიმართა. ღონისძიება..

2016-11-16

საქართველოში განხორციელებული იურიდიული დახმარების რეფორმა საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილეს

საქართველოში განხორციელებული იურიდიული დახმარების რეფორმა განიხილეს საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც 15–17 ნოემბერს, ბუენოს–აირესში, არგენტინის მთავრობის, ILF-ის, UNDP-ის და UNODC-ის ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციამ სახელწოდებით &bdq..

2016-11-16