Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ახალარჩეული პარლამენტის წევრები იურიდიული დახმარების სფეროში დაგეგმილ რეფორმებს ეცნობიან

მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრები, რომლებიც სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებას ორი თვის წინ შეუდგნენ, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანიზაციის – იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობას ეცნობიან. 18 იანვარს, პარლამენტში გ..

2017-01-18

თელაველ პრობაციონერებს იურიდიული კონსულტაცია გაეწიათ

18 იანვარს, თელავის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფ პირობით მსჯავრდებულებს იურიდიული კონსულტაცია გაეწიათ. იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის–თელავის ბიუროს უფროსი, ადვოკატი ლიანა ჭუნიაშვილი პრობაციონერებს ესაუბრა პრობაციის ბიუროში გამ..

2017-01-18

საინფორმაციო შეხვედრა საგურამოში

17 იანვარს, იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა–მთიანეთის ბიუროს ადვოკატებმა საინფომაციო შეხვედრა სოფელ საგურამოში გამართეს. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა სოფლის მკვიდრ მოსახლეობას და ჩასახლებულ დევნილებს უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლო..

2017-01-17

ნინო ჩუტკერაშვილი

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ..

2016-12-30

წნორელი მოსწავლეები ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის და მსხვერპლთა დაცვის საკითხებს გაეცნენ

იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის–სიღნაღის ბიუროს ადვოკატებმა წნორის სკოლა–ლიცეუმის „ეტალონის“ უფროსკლასელ მოსწავლეებთან სემინარი გამართეს. სემინარის ფარგლებში, საზოგადოებრივი ადვოკატები მოსწავლეებს ოჯახში ძალადობასთა..

2016-12-28

სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი უფასო იურიდიული დახმარებით 25 ათასზე მეტმა პირმა ისარგებლა

სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი უფასო იურიდიული დახმარებით წელს 25 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. ეს ცნობილი გახდა სტატისტიკური მონაცემებიდან, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის 2016 წლის 11 თვის საქმიანობის შედეგებს ასახავს. 2016 წლის 11 ..

2016-12-26

იურიდიული დახმარების სამსახური „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ კვლევის ჩატარებაში დაეხმარება

იურიდიული დახმარების სამსახური არასამთავრობო ორგანიზაციას –„ადამიანის უფლებათა ცენტრს“ კვლევის ჩატარებაში დაეხმარება. ეს გათვალისწინებულია თანამშრომლობის მემორანდუმით, რომელიც დღეს, ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა – მელიტონ ბენ..

2016-12-26

დედოლფისწყაროს რაიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

იურიდიული დახმარების სამსახურის სიღნაღის ბიუროს ადვოკატებმა დედოფლისწყაროს რაიონში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს და ადგილობრივებს უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს. შეხვედრები გაიმართა ქალაქ დედოფლისწყაროში, ასევე მიმდებარ..

2016-12-23

ევროკავშირისა და გაეროს ხელშეწყობით, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებმა სწავლება გაიარეს

23 დეკემბერს დასრულდა იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისათვის ორგანიზებული ორდღიანი ტრენინგი, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში სასარჩელო განხილვის საკითხებს ეძღვნებოდა. სწავლება ჩატარდა ევროკავშირის და გაეროს ერთობლივი პროგრამის &ndas..

2016-12-23

ვანის რაიონის სოფელ შუამთაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატებმა ვაინის რაიონის სოფელ შუამთაში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრების ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მოსახლეობას უფასო იურიდიული და..

2016-12-22