Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

საჩხერეში გაიმართა შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციასთან

10 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის საჩხერის საკონსულტაციო ცენტრის იურისტმა, ინგა ნოზაძემ, შეხვედრა გამართა ა(ა)იპ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანადგომა-ინტეგრაციის“ ბენეფიციარებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან. შეხვედრა ..

2017-03-10

ევროკავშირი და გაერო მხარს უჭერენ იურიდიული დახმარების სამსახურში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას

ევროკავშირისა და გაეროს მხარდაჭერით, გრძელდება ელექტრონული პროგრამის – „Case Bank”-ის განვითარება, რომლის მეშვეობითაც იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები საქმეებს აწარმოებენ. წარმატებით დასრულდა პროგრამის განახლების კიდევ ერთ..

2017-03-04

უფასო იურიდიული დახმარების რუკისა და ონლაინ პლატფორმის პროექტის პრეზენტაცია და დისკუსია

2017 წლის 27 თებერვალს იურიდიული დახმარების სამსახურმა და უფასო იურიდიული დახმარების მიმწოდებელმა 19-მა ორგანიზაციამ იმსჯელეს ონლაინ რუკისა და ონლაინ პლატფორმის პროექტზე, რომელიც მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს მოიძიონ და დაუკავშირდნენ უფასო იურიდი..

2017-02-28

ახალციხელი მოსწავლეები ოჯახში ძალადობის საკითხებზე სემინარს დაესწრნენ

23 თებერვალს, იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს ადვოკატები, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, შეხვდნენ ახალციხის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სემინარი გამართეს. საზოგადოებრივმა ადვოკატე..

2017-02-24

რუსთავის №11 საჯარო სკოლაში სემინარი გაიმართა

24 თებერვალს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის ბიუროს ადვოკატებმა რუსთავის №11 საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის სემინარი გამართეს. უფროსკლასელები გაეცნენ ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს და მათი ჩადენისთვის განსაზღვრული სისხლი..

2017-02-24

იურიდიული დახმარების გაფართოების საკითხზე მოსამართლეებთან შეხვედრა გაიმართა

18 თებერვალს, ბორჯომში, იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელებმა გამართეს სამუშაო შეხვედრა მოსამართლეებთან, რომლებთან ერთადაც განიხილეს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროებში უფასო საადვოკატო მომსახურების შემდგომი გაფართოების საკითხ..

2017-02-18

ადგილობრივ თვითმმართველობებთან შეხვედრები გრძელდება

იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის-სიღნაღის ბიუროს ადვოკატებმა დღეს შეხვედრა გამართეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაკებს უფასო იურიდიული..

2017-02-03

მცხეთაში გაიმართა შეხვედრა პრობაციონერებთან

იურიდიული დახმარების და პრობაციის ბიუროების ორგანიზებით, მცხეთაში გაიმართა ერთობლივი შეხვედრა პრობაციონერებთან. შეხვედრის ფარგლებში, პირობით მსჯავრდებულები თავიანთ უფლება–მოვალეობებს გაეცნენ. ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორებიც ა..

2017-02-02

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით, იურიდიული ბროშურები 7 სხვადასხვა ენაზე გამოიცა

იურიდიული დახმარების სამსახურმა 7 სხვადასხვა ენაზე შედგენილი იურიდიული ბროშურები გამოსცა. საინფორმაციო მასალების ბეჭდვა შესაძლებელი გახდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ერთობლივი ინიციატივის – „ხელმისაწვდომი მ..

2017-01-24

სტაჟიორებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს

21 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ბიუროების სტაჟიორებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს, რითიც იურიდიული კლინიკის 4-თვიანი პროგრამა დაასრულეს. სტაჟიორები..

2017-01-21