Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან გაცნობითი შეხვედრები გრძელდება

იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს ადვოკატები დღეს იმყოფებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, სადაც შეხვედრა გამართეს გამგეობის, საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის ადგილობრივი ბიუროს თანამშრომლებთან. საზოგადოებრივმა ადვოკა..

2017-03-31

შეხვედრა მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან

24 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა-მთიანეთის ბიუროს თანამშრომლებმა გასული წლის საქმიანობის შედეგები მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებსა და თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლებს გააცნეს. შეხვედრა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შ..

2017-03-24

სიღნაღელი მოსწავლეები არასრულწლოვანთა უფლებებს გაეცნენ

იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის-სიღნაღის ადვოკატებმა დღეს ქ. სიღნაღის ავლიპ ზურაბაშვილის სახელობის საჯარო სკოლაში სემინარი გამართეს. საზოგადოებრივი ადვოკატები მოსწავლეებს ბავშვთა უფლებებსა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე..

2017-03-24

რელიგიური ნიშნით ეგვიპტიდან დევნილმა ოჯახმა ლტოლვილთა სამინისტროს დავა მოუგო

იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატების, მაია დადვანისა და ვლადიმერ გამრეკელაშვილის ძალისხმევით, რელიგიური ნიშნით ეგვიპტიდან დევნილმა ოჯახმა საქართველოს ლტოლვილთა სამინისტროს მოუგო დავა ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ქრი..

2017-03-23

პარლამენტი იურიდიული დახმარების სამსახურის წლიური ანგარიშის განხილვას განაგრძობს

საქართველოს პარლამენტი განაგრძობს იურიდიული დახმარების სამსახურის წლიური ანგარიშის განხილვას. 20 მარტს, სამსახურის დირექტორმა მელიტონ ბენიძემ 2016 წლის საქმიანობის შედეგები, განხორციელბული რეფორმები, გაწეული იურიდიული დახმარების სტატისტიკა და სა..

2017-03-20

საინფორმაციო შეხვედრა ბოლნისში

იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის ბიუროს იურისტმა დღეს საინფორმაციო შეხვედრა ბოლნისში გამართეს. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივებს უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა საკითხზე იურიდიული კონსულტა..

2017-03-17

მცხეთის რაიონის სოფლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა-მთიანეთის ბიუროს იურისტმა დღეს საინფორმაციო შეხვედრები მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ნატახტარში, მისაქციელსა და ნავაზში გამართეს. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივებს უფასო იურიდიული დახმარები..

2017-03-17

საქართველოს პარლამენტმა დაიწყო იურიდიული დახმარების სამსახურის 2016 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვა

საქართველოს პარლამენტმა დაიწყო იურიდიული დახმარების სამსახურის 2016 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვა. 13 მარტს, პირველი საკომიტეტო განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გაიმართა. სამსახურის დირექტორმა, ..

2017-03-13

იურიდიული დახმარების სამსახური სტრუქტურის რეორგანიზაციისთვის ემზადება

11–12 მარტს, ბორჯომში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც იურიდიული დახმარების საბჭოს წევრებმა, იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციასთან ერთად, სამსახურის ახალი დებულების პროექტი განიხილეს. შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროკავშირისა და გ..

2017-03-13

ფოთელი ახალგაზრდები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებს გაეცნენ

10 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის ფოთის ბიუროს ადვოკატებმა შეხვედრა გამართეს არასამთავრობო ორგანიზაციის – ფონდ „ბილივის“ (Believe Foundation) არასრულწლოვან ბენეფიციარებთან. საზოგადოებრივი ადვოკატები ახალგაზრდებს ესაუბრნენ..

2017-03-10