Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

საინფორმაციო შეხვედრა ხარაგაულში

26 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ზესტაფონის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა ხარაგაულში გამართეს. შეხვედრის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობა უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობებს გაეცნო. მოქალაქეებმა, კვა..

2017-04-26

საინფორმაციო შეხვედრა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხილნარში

25 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში გამართეს. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლ..

2017-04-25

საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი უცხოელების დაცვის მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი უცხოელებისა და საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირთა უფლებების დაცვის მიზნით, იურიდიული დახმარების სამსახურმა და ქალთა საკონსულტაციო ცენტრმა „სახლმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტს ხელი ო..

2017-04-24

ადვოკატ ელდარ გვალიას დახმარებით, ქურდობაში ბრალდებული გამართლდა

იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებრივი ადვოკატის, ელდარ გვალიას, დახმარებით, ქურდობისთვის მსჯავრდებული რ.გ. უზენაესი სასამართლოს მიერ სრულად გამართლდა. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, რ.გ., თანამზრახველთა ჯგუფთან ერთად, თბილისის ერთ-ერთ სას..

2017-04-13

საინფორმაციო შეხვედრა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში

12 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის–სიღნაღის ბიუროს ადვოკატებმა დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის  ზემო ქედის  გამგეობის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. საზოგადოებრივ..

2017-04-12

რეესტრის ადვოკატები Case Bank-ში მუშაობის უნარ–ჩვევებს ეუფლებიან

კერძო პრაქტიკის მქონე ადვოკატები, რომლებიც, იურიდიული დახმარების სამსახურის „მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრში“ ირიცხებიან და მოქალაქეებს უფასოდ ემსახურებიან, ელექტრონული პროგრამაში – „Case Bank”-ში მუშაობის უნარ&..

2017-04-07

პარლამენტმა დაასრულა იურიდიული დახმარების სამსახურის წლიური ანგარიშის განხილვა

საქართველოს პარლამენტმა დაასრულა იურიდიული დახმარების სამსახურის 2016 წლის საქმიანობის ანგარიშის გახნილვა. ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომების შემდეგ, 6 აპრილს, სამსახურის დირექტორმა, მელიტონ ბენიძემ, წლიური ანგარიში საქართვ..

2017-04-06

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან გაცნობითი შეხვედრები გრძელდება

6 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის–სიღნაღის ბიუროს ადვოკატებმა ქალაქ წნორში შეხვედრა გამართეს სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილების თანამშრომლებთან. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა სოციალური მომსახურები..

2017-04-06

მცხეთის რაიონის სოფლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა-მთიანეთის ბიუროს ადვოკატებმა დღეს საინფორმაციო შეხვედრები გამართეს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ახატანსა და ბიწმენდში. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივ მოსახლეობას უფასო იურიდიული დახმარებით..

2017-04-05

ყვარლის რაიონის სოფლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის–თელავის ბიუროს ადვოკატებმა დღეს საინფორმაციო შეხვედრები გამართეს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ჩანტლისყურსა და თივში. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივ მოსახლეობას, მათ შორის, ეთნიკური ..

2017-03-31