Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

მცხეთის რაიონის სოფლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა–მთიანეთის ბიუროს ადვოკატებმა დღეს საინფორმაციო შეხვედრები გამართეს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ქანდასა და ციხისძირში. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივ მოსახლეობას უფასო იურიდიული დახმ..

2017-05-11

სოფელ ბორის საჯარო სკოლაში სემინარი ჩატარდა

იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ზესტაფონის ბიუროს ადვოკატებმა, 11 მაისს, ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორის საჯარო სკოლაში, გამართეს სემინარი, თემაზე – „ასაკი და უფლება–მოვალეობები“. სემინარის ფარგლებში, საზოგადო..

2017-05-11

ფოთის იუსტიციის სახლის თანამშრომლები იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობას გაეცნენ

იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს–ფოთის ბიუროს ადვოკატები ფოთის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს შეხვდნენ. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა იუსტიციის სახლის თანამშრომლებს უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და, მათთან ე..

2017-05-10

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

8 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის–სიღნაღის ბიუროს ადვოკატებმა, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოში, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ადგილობრივ საზოგადოებრივ ცენტრში გაიმართა. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა სოფლის ..

2017-05-08

იურიდიული დახმარების სამსახურმა მონაწილოება მიიღო ევროპის დღის აღნიშვნაში

„შევეგებოთ ახალ შესაძლებლობებს!“ – ამ დევიზით, 7 მაისს, თბილისში, ევროპის დღე აღინიშნა. დღესასწაულთან დაკავშირებით, ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებსა და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, რიყის..

2017-05-07

აბაშის №1 და №2 სკოლებში სამართლებრივ საკითხებზე სემინარები ჩატარდა

იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს–ფოთის ბიუროს ადვოკატებმა, 4 მაისს, აბაშის №1 და №2 საჯარო სკოლებში სემინარები გამართეს. საზოგადოებრივი ადვოკატები მოსწავლეებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, ნარკოტიკული დანაშაულის, სისხლისსამართლე..

2017-05-04

ხარაგაულელი მოსწავლეებისათვის სამართლებრივ საკითხებზე სემინარი ჩატარდა

იურიდიული დახმარების სამსახურის ზესტაფონის ბიუროს ადვოკატებმა, 3 მაისს, ხარაგაულის №3 საჯარო სკოლაში, გამართეს სემინარი, თემაზე „ასაკი და უფლება-მოვალეობები“. სემინარის ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოსწავლეებს მათი უფლება&nda..

2017-05-03

გორის მერიის თანამშრომლები იურიდიული დახმარების სერვისს გაეცნენ

იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს ადვოკატები, 2 მაისს, გორის მერიის თანამშრომლებს შეხვდნენ. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებს უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და მათთა..

2017-05-02

საგარეჯოში გაიმართა შეხვედრა სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან

27 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის–სიღნაღის ბიუროს ადვოკატებმა შეხვედრა გამართეს სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოს რაიონული განყოფილების თანამშრომლებთან. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა სოციალური მომსახურების სააგენტოს მ..

2017-04-27

საინფორმაციო შეხვედრა გარდაბანში

26 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრა გარდაბანში გამართეს. შეხვედრა გარდაბნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, სავალან მირზოევის, ოფისში ჩატარდა. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივ მოსახ..

2017-04-26