Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

შეხვედრა გორის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრაში

24 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს გორის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრაში. შეხვედრის ფარგლებში, თავშესაფრის ბენეფიციარებს განემარტათ ოჯახში ძალადობის მსხვეპლთა დაცვის სა..

2017-05-24

სოფელ მუხრანში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

24 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა–მთიანეთის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრა მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში გამართეს. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივებს უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და..

2017-05-24

კასპის რაიონში მცხოვრებ აზერბაიჯანულენოვან მოქალაქეებთან გაიმართა შეხვედრა ოჯახში ძალადობის და ქალთა უფლებების საკითხებზე 

23 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს კასპის რაიონის სოფელ მიქელწყაროში მცხოვრებ აზერბიაჯანულენოვან მოქალაქეებთან. საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგ..

2017-05-23

შეხვედრა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფლის მოსახლეობასთან

23 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს იურისტებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობა უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობ..

2017-05-23

საზოგადოებრივ ადვოკატებს ელექტრონულ პროგრამა „Case Bank”-ში მუშაობა უმარტივდებათ

ელექტრონული პროგრამა „Case Bank”, რომლის მეშვეობითაც იურიდიული დახმარების სამსახური გაწეული მომსახურების სტატისტიკას აწარმოებს, დაიხვეწა და საზოგადოებრივი ადვოკატებისათვის უფრო კომფორტული გახდა. 23 მაისს, „Case Bank”–..

2017-05-23

შეხვედრა ევრორეგიონული უნივერსიტეტის სტუდენტებთან

2017 წლის 17 მაისს, გორში, ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში, იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს თანამშრომლებს და სტუდენტებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ისაუბრეს იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობასა და უფასო იური..

2017-05-17

აბაშის, ხარაგაულისა და ახალქალაქის რაიონების საჯარო სკოლებში სამართლებრივი სემინარები ჩატარდა

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონულ ბიუროები საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის სემინარების ორგანიზებას განაგრძობენ. 16 მაისს, სამეგრელოს–ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს საზოგადოებრივმა ადვოკატებმა სემინარები გამართეს აბაშის რაიონის სო..

2017-05-17

საინფორმაციო შეხვედრა მარნეულში მცხოვრებ ქალებთან

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, მუნიციპალური სერვისის „ქალთა ოთახისა“ და იურიდიული დახმარების სამსახურის მარნეულის საკონსულტაციო ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით, ადგილობრივი ქალბატონებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შე..

2017-05-16

კოდაში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა გაიმართა

იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის ბიუროს ადვოკატები კოდაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა დევნილებს უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე კონსულტაცია გაუწი..

2017-05-11

დუისელი მოსწავლეები ოჯახში ძალადობის და ქალთა უფლებების საკითხებს გაეცნენ

იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის–თელავის ბიუროს ადვოკატები ახმეტის რაიონის სოფელ დუისში, ადგილობრივი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან სემინარი გამართეს. შეხვედრა სოფლის გამგეობის შენობაში ჩატარდა. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოსწავლეებს ოჯ..

2017-05-11