Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

საინფორმაციო შეხვედრა სოფელ შაუმიანში

8 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის ბიუროს და მარნეულის საკონსულტაციო ცენტრის იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა მარნეულის რაიონის სოფელ შაუმიანში გამართეს. შეხვედრის ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოქალაქეებს უფასო იურიდ..

2017-06-08

დენვნილებთან გაიმართა შეხვედრები ქალთა უფლებების საკითხებზე

8 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს ადვოკატებმა, ქალთა უფლებების საკითხებზე, საინფორმაციო შეხვედრები გამართეს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ახალსოფელსა და მოხისში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებთან.  შე..

2017-06-08

კასპის რაიონის აზერბაიჯანულენოვან სოფლებში გაიმართა შეხვედრები ოჯახში ძალადობის და ქალთა უფლებების საკითხებზე

სოფელ მიქელწყაროს შემდეგ, იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრები კასპის რაიონის კიდევ ორ აზერბაიჯანულენოვან სოფელში გამართეს: 1 ივნისს, შეხვედრა გაიმართა სოფელ აღაიანში, 6 ივნისს კი  – ..

2017-06-06

საპროცესო შეთანხმებისა და იურიდიული დახმარების საკითხებზე გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია

5 ივნისს სასტუმროში „ბეთსი”, იურიდიული დახმარებისა და საპროცესო შეთანხმების საკითხებზე, გაეროსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ექსპერტის, ალექს ტინსლის, მიერ მომზადებული კვლევის პრეზენტაცია-დისკუსია გაიმართა. კვლევა მიმოიხილავს ევრ..

2017-06-05

ქუთაისელი სტუდენტები ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საკითხებს გაეცნენ

2 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ქუთაისის ბიურომ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური  მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენეტებს უმასპინძლა. ბიუროს უფროსმა, გე..

2017-06-02

ბოდბისხევის შშმ პირთა თავშესაფრის ბენეფიციარებთან შეხვედრა გაიმართა

2 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის–სიღნაღის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა  თავშესაფრაში. შეხვედრის ფარგლებში, თავშესაფრის ბენეფი..

2017-06-02

შეხვედრა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჭარნალის მოსახლეობასთან

2 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს იურისტებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობა უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობებ..

2017-06-02

მცხეთასა და თიანეთში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

1 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა–მთიანეთის ბიუროს ადვოკატებმა მცხეთასა და თიანეთში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოქალაქეებს უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვ..

2017-06-01

პერევის მოსახლეობა ოჯახში ძალადობის საკითხებსა და ქალთა უფლებებს გაეცნო

1 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ზესტაფონის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში, რომელიც ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს ესაზღვრება. შეხვედრის ფარგლებში, ადგილობრივებს განემარტა..

2017-06-01

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

30 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წინწყაროში გამართეს. შეხვედრის ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოქალაქეებს უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირ..

2017-05-30