Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

შეხვედრა საჩხერის რაიონის სოფელ ჯრიაში

22 ივნისს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთი-ზესტაფონის ბიუროს იურისტებმა ნანა ლუტიძემ, თეა ჯანგიანმა და საჩხერის საკონსულტაციო ცენტრის იურისტმა ინგა ნიზაძემ შეხვედრა გამართეს საჩხერის რაიონის საზღვრისპირა სოფელ ჯრიაში. შეხვედრის თემა იყო ქ..

2017-06-22

შეხვედრა შუახევის მოსახლეობასთან

16 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს იურისტებმა შუახევის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის ფარგლებში, ადგილობრივები უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობ..

2017-06-16

საზოგადოებრივი ადვოკატები ესწრებიან ტრენინგს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებების შესახებ

დღეს, თბილისში, იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებრივი ადვოკატებისათვის დაიწყო ორდღიანი ტრენინგი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების შესახებ. სწავლება, რომელსაც უძღვება  ექსპერ..

2017-06-16

თელავში ევროკავშირის წარმომადგენლობამ „ევროპის დღე“ აღნიშნა

16 ივნისს, თელავში, ნადიკვარის პარკში, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, „ევროპის დღე“ აღნიშნა. სხვადასხვა გასართობ და შემეცნებით ღონისძიებებში მონაწილეობით, თელაველებმა მიიღეს ინფორმაცია ევროკავშ..

2017-06-16

ახალციხელი ახალგაზრდები ნარკოდანაშაულთან ბრძოლის საკითხებს გაეცნენ

15 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე–ჯავახეთის ბიუროს უფროსი, დავით ზარიძე, ახალციხის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდა და ნარკოდანაშაულის საკითხებზე ესაუბრა. შეხვედრის ფარგლებში, ადგილ..

2017-06-15

ჭიათურაში მცხოვრები დევნილები ქალთა უფლებებს გაეცნენ

14 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ზესტაფონის ბიუროს და საჩხერის საკონსულტაციო ცენტრის იურისტებმა, დევნილთა სამინისტროს მხარდაჭერით, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ჭიათურაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებთან. შეხვედრი..

2017-06-14

დედოფლისწყაროში გაიმართა შეხვედრა სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან

14 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის–სიღნაღის ბიუროს ადვოკატებმა შეხვედრა გამართეს სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილების თანამშრომლებთან. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა სოციალური მომსახურების სააგენ..

2017-06-14

იურიდიული დახმარების გაფართოების საკითხზე კვლევა ჩატარდა

რა მიმართულებებით უნდა გაფართოვდეს სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი უფასო იურიდიული დახმარება – ამ საკითხზე ჩატარებული კვლევის შედეგებს დღეს იურიდიული დახმარების საბჭოს წევრები და იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციის წარმომადგენლები გა..

2017-06-14

სენაკის გიმნაზიაში სემინარი ჩატარდა

იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს–ფოთის ბიუროს ადვოკატებმა, 13 ივნისს, სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა გიმნაზიაში სემინარი გამართეს. საზოგადოებრივი ადვოკატები მოსწავლეებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულები..

2017-06-13

წნორის მოხუცთა თავშესაფრის ბინადრები იურიდიული დახმარების სერვისს გაეცნენ

9 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის–სიღნაღის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს სიღნაღის რაიონის სოფელ წნორის მოხუცთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა  თავშესაფრ - „ბეთელში“. შეხვედრ..

2017-06-09