Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

მესტიაში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს-ზუგდიდის ბიუროს და მესტიის საკონსულტაციო ცენტრის იურისტებმა მესტიაში ერთობლივი საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. საზოგადოებრივი ადვოკატები შეხვდნენ მესტიის ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე მესტიის იუსტიციის ..

2017-07-11

შეხვედრა აბაშაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებთან

იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს-ფოთის ბიუროს ადვოკატები 10 ივლისს აბაშაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ყოფილ პროფსასწავლებელსა და ყოფილ სათნოების სახლში კომპაქტურად მცხოვრები დევნილები მოი..

2017-07-10

აბაშაში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრები გაიმართა

იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს-ფოთის ბიუროს ადვოკატები 10 ივლისს აბაშაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ყოფილ პროფსასწავლებელსა და ყოფილ სათნოების სახლში კომპაქტურად მცხოვრები დევნილები მოი..

2017-07-10

საინფორმაციო შეხვედრა ზესტაფონში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებთან

7 ივლისს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთი-ზესტაფონის ბიუროს იურისტებმა, ნანა ლუტიძემ და თეა ჯანგიანმა, ქალთა უფლებების საკითხებზე, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ზესტაფონში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებთან. შეხვედრა დევნილთა სამინ..

2017-07-07

საინფორმაციო შეხვედრა შუახევის რაიონის სოფელ ჭვანაში

იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს ადვოკატებმა 7 ივლისს საინფორმაციო შეხვედრა შუახევის რაიონის სოფელ ჭვანაში გამართეს. შეხვედრის ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივ მოსახლეობას უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობე..

2017-07-07

ოჯახში ძალადობის თემაზე მარნეულში შეხვედრა გაიმართა

იურიდიული დახმარების სამსახურის მარნეულის საკონსულტაციო ცენტრის იურისტმა, ლალი ალუდაურმა, 6 ივლისს, მონაწილეობა მიიღო მარნეულის გამგეობის დიდ საკონფერენციო დარბაზში გამართულ შეხვედრაში, რომელიც მიეძღვნა თემას - „ძალადობა და დისკრიმინაცია ოჯახში..

2017-07-06

საინფორმაციო შეხვედრა სოციალური მომსახურების სააგენტოს ცაგერის რაიონული განყოფილების თანამშრომლებთან

5 ივლისს, სოციალური მომსახურების სააგენტოს ცაგერის რაიონული განყოფილების თანამშრომლები იურიდიული დახმარების სერვისს გაეცნენ. იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის-ქუთაისის ბიუროს ადვოკატებმა, სოფიო ყუბანეიშვილმა და ხვიჩა თავაძემ, ისაუბრეს იმ სა..

2017-07-05

ტრენინგი დევნილთა სამართლის საკითხებზე

30 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, კაჭრეთში, სასტუმროში „ამბასადორი“, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები და კონსულტანტები დევნილთა სამართლის საკითხებზე ორგანიზებულ ტრენინგს დაესწრნენ. სწავლება ჩატარდა ლტოლვილთა დანიის საბჭოს პროექტის..

2017-07-03

საინფორმაციო შეხვედრა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში

29 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის-სიღნაღის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის გამგეობის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართეს. შეხვედრის ფარგლებში, კახეთის–სიღნაღი..

2017-06-29

შეხვედრა მარნეულის რაიონის სოფელ აღმამედლოს მოსახლეობასთან

2017 წლის 27 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის მარნეულის საკონსულტაციო ცენტრის, მარნეულის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მტრედის“ ერთობლივი ორგანიზებით, სოფელ აღმამედლოს ქალთა კლუბში ადგილობრივი მაცხოვრე..

2017-06-27