Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

საზოგადოებრივი ადვოკატები წყალტუბოში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ

18 ივლისს იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთი-ქუთაისის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ქალაქ  წყალტუბოში  მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებთან. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოინახულეს წყალტუბოში დევნილთათვის აშენ..

2017-07-18

იურიდიული დახმარების სამსახურის მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოს ეწვივნენ

იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის ბიუროს ადვოკატები 14 ივლისს მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოს ეწვივნენ. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივ მოსახლეობას უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა სამართლებ..

2017-07-14

შეხვედრა მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოში

იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის ბიუროს ადვოკატები 14 ივლისს მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოს ეწვივნენ. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივ მოსახლეობას უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა სამართლებ..

2017-07-14

შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში

იურიდიული დახმარების სამსახურის მარნეულის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა, ლალი ალუდაურმა, 3 და 14 ივლისს მონაწილეობა მიიღო მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების – ბაიდარის, კაჩაგანისა და თექალოს მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაში.  ღონ..

2017-07-14

სამუშაო შეხვედრა დევნილთა საკითხებზე

14 ივლისს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთი-ქუთაისის ბიუროში, დევნილთა საკითხებზე გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ორგანიზაცია „მომავლის განვითარების სახლის“ და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლები დაესწრნე..

2017-07-14

იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალის მოსახლეობას შეხვდენენ

13 ივლისს იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის-თელავის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრები თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში გამართეს. საზოგადოებრივი ადვოკატები შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მოქალაქეებს და მათ უფასო..

2017-07-13

საინფორმაციო შეხვედრა გუდაურის და ყაზბეგის მოსახლეობასთან

13 ივლისს იურიდიული დახმარების მცხეთა-მთიანეთის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრა  გამართეს გუდაურის და ყაზბეგის მოსახლეობასთან. შეხვედრა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა.  საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილ..

2017-07-13

საინფორმაციო შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

12 ივლისს იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროსა და ოზურგეთის საკონსულტაციო ცენტრის იურისტების მიერ გასვლითი კონსულტაციები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გურიანთასა და ოზურგეთში მოეწყო. შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლებასა და მოსახლეობასთ..

2017-07-12

საინფორმაციო შეხვედრები ოზურგეთის სოფლებში

2017 წლის 12 ივლისს იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროსა და ოზურგეთის საკონსულტაციო ცენტრის იურისტების მიერ გასვლითი კონსულტაციები  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გურიანთასა და ოზურგეთში მოეწყო. შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლებასა..

2017-07-12

საინფორმაციო შეხვედრა მესტიაში

იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს-ზუგდიდის ბიუროს და მესტიის საკონსულტაციო ცენტრის იურისტებმა,11 ივლისს, მესტიაში ერთობლივი საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. საზოგადოებრივი ადვოკატები შეხვდნენ მესტიის ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე მესტიის..

2017-07-11