Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

იურიდიული დახმარების საბჭოს და იურიდიული დახმარების სამსახურის განცხადება ადვოკატ გიორგი მდინარაძის საქმეზე

2015 წლის 8 ნოემბერს, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატს, გიორგი მდინარაძეს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, პოლიციის თანამშრომლებმა (მათ შორის პოლიციის განყოფილების უფროსმა, ლაშა კვირკვაიამ) სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს,..

2017-10-27

შეხვედრა მცხეთის რაიონის სოფელ ციხისძირსა და დაბა ქსანში

27 ოქტომბერს, მცხეთა-მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლებმა გასვლითი შეხვედრა გამართეს მცხეთის რაიონის სოფელ ციხისძირსა და დაბა ქსანში. ბიუროს ადვოკატებმა ადგილობრივ მოსახლეობას გააცნეს უფასო იურიდიული დახმარების სერვისით სარგებლობის..

2017-10-27

საინფორმაციო შეხვედრა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაში

2017 წლის 18 ოქტომბერს, კახეთის-სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიურომ საინფორმაციო–გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ჩაატარა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდას გამგეობის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან. საინფორმაციო შეხვედრის..

2017-10-18

ადვოკატმა სოსო ფაცაციამ თბილისის სასამართლოში საქმე მოიგო

იურიდიული დახმარების სამსახურის მოწვეული საზოგადოებრივი ადვოკატი სოსო ფაცაცია თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე თვის განმავლობაში იცავდა ბრალდებულ ტ.ნ–ს ინტერესებს. მას, ვაკე–საბურთალოს რაიონულმა პროკურატურამ საქართველოს სისხლის სა..

2017-10-13

გასვლითი კონსულტაცია კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულში

10 ოქტომბერს, აჭარის იურიდიული დახმარების ბიურომ კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულში გასვლითი კონსულტაცია ჩაატარა. შეხვედრას ესწრებოდნენ კახაბრის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა. ბიუროს წარმოადგენდნენ კონსულტანტი ..

2017-10-10

ირაკლი კობახიძე დამოუკიდებელი იურიდიული დახმარების შესახებ თბილისის რეგიონულ კონფერენციას დაესწრო

„საქართველოს პარლამენტის სახელით, ვადასტურებ სრული მზადყოფნას იმასთან დაკავშირებით, რომ იურიდიული დახმარების სამსახურს ექნება პარლამენტის სრული მხარდაჭერა, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამსახურის რესურსების მუდმივი განვითარება და წარმატებული საქმია..

2017-10-05

საინფორმაციო შეხვედრა ყვარელში

4 ოქტომბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის–თელავის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ქალაქ ყვარელში, სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარელის რაიონულ განყოფილებაში. გასვლითი კონსულტაციის მიზანი იყ..

2017-10-04

საინფორმაციო შეხვედრები მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში

იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს-ფოთის ბიუროს ადვოკატებმა მარტვილის რაიონის სოფლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. 18 ივლისს შეხვედრები სოფელ ვედითკარსა და სოფელ ბანძაში, ადგილობრივ და დევნილ მოსახლეობასთან გაიმართა. 20 ივლისს კი საზოგა..

2017-07-20

გასვლითი კონსულტაციები ონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლებთან და სოფელ ღარის მოსახლეობასთან

18 ივლისს ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროსა და ამბროლაურის საკონსულტაციო ცენტრის იურისტების მიერ გასვლითი კონსულტაციები მოეწყო ონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლებთან და სოფელ ღარის მოსახლეობასთან.  შეხვედრისას იუ..

2017-07-18

საინფორმაციო შეხვედრა წყალტუბოში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებთან

18 ივლისს იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთი-ქუთაისის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ქალაქ წყალტუბოში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებთან. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოინახულეს წყალტუბოში დევნილთათვის აშენებულ ახალ და..

2017-07-18