Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის ბიურომ რეგიონში რამდენიმე შეხვედრა გამართა

7 დეკემბერს, ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროს წარმომადგენლები  მარნეულის რაიონის სოფელ მარადისის სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს შეხვდენენ. შეხვედრაზე განიხილეს საზოგადოებრივი ადვოკატების საქმიანობის 10 წლიანი ..

2017-12-11

ღონისძიებები კახეთის–თელავის იურიდიული დახმარების ბიუროში

რა ითვლება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობად, რა სამართლებრივი მექანიზმები არსებობს ძალადობის მსხვერპლებისთვის თავის დასაცავად, ვის  და როგორ უნდა მიმართონ, თუ პრობლემის წინაშე დადგნენ – ამ თემებზე შედგა საუბარი,  30 ნოემბერს, პანკისის..

2017-12-06

გორის ბიუროში პრეს–კონფერენცია გაიმართა

იურიდიული დახმარების სამსახური, საქართველოს პარლამენტი და ევროკავშირი საქართველოში იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ 150,000-ე კონსულტაციის წარმატებით გაწევას აღნიშნავენ. ამასთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს საკომუნიკაციო მედიაკ..

2017-12-05

იმერეთის–ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიუროში პრეს–კონფერენცია გაიმართა

5 დეკემბერს იმერეთის–ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიუროში, ევროკავშირისა  ორგანიზებით მიმდინარე საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში, გაიმართა პრეს–კონფერენცია, სადაც წარმოდგენილი იყო იურიდიული დახმარების სამსახურის 10-წლიანი სა..

2017-12-05

იურიდიული დახმარების სამსახურის საკომუნიკაციო კამპანია დაიწყო

დღეს იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ეწვივნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და სხვა საპატიო  სტუმრები. ცოტა ხ..

2017-12-01

გლობალური კამპანია „ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ“

იურიდიული დახმარების სამსახური ჩართულია „ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ“ მიმდინარე გლობალურ კამპანიაში. სამწუხაროდ, საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობ..

2017-11-24

ახალციხეში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე იმსჯელეს

2017 წლის 17  ნოემბერს ქ. ახალციხეში  იურიდიული დახმარების სამცხე–ჯავახეთის ბიუროს უფროსი დავით ზარიძე,  არასამთავრობო ორგანიზაცია  „დემოკრატიულობის ჩართულობის ცენტრი“–ს ოფისში,   სამცხე–ჯავახეთი..

2017-11-22

სამეგრელოს–ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი რომან კეიდია რადიო „ოდიშის“ ეთერში

2017 წლის 16 ნოემბერს რადიო „ოდიში+“–ის ეთერში  გადაცემაში „დევნილთა უფლებები“, მოწვეული იყოიურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს–ზუგდიდის ბიუროს უფროსი რომან კეიდია, თემა–უფასო იურიდიული დახმარების..

2017-11-20

სისხლის ჩაბარების დღე იურიდიული დახმარების სამსახურში

დღეს, იურიდიული დახმარების სამსახურში სისხლის დონაციის აქცია გაიმართა. თბილისის ბიუროსა და სამსახურის ადმინისტრაციის თანამშრომელმა სისხლი ნებაყოფლობით და უანგაროდ გაიღეს. შესაბამისი პროცედურები შპს "სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურმა" ჩაატ..

2017-11-14

მოსამართლემ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული გაამართლა

თბილისის იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატი გიორგი მდინარაძე თითქმის ერთი წლის განმავლობაში იცავდა მოქალაქე  ო. ა.–ს ინტერესებს.  ბრალდების დადგენილების თანახმად, 2016 წლის ოქტობმერში, ქ.თბილისში, პეკინის ქუჩაზე მდებარე ..

2017-11-07