Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ოზურგეთის საკონსულტაციო ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა შედგა

იურიდიული დამხარების სამსახური გურიის რეგიონში,  კერძოდ, ქალაქ ოზურგეთში, საკონსულტაციო ცენტრის სახით არის წარმოდგენილი. 7 დეკემბერს, ცენტრის თანამშრომლების ორგანიზებით,  გლობალური კამპანიის „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის“ ფა..

2017-12-28

აბაშასა და მარტვილში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

7 დეკემბერს სამეგრელოს–ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლებმა: ნათია ბოჯგუამ, ზაზა კვირკველიამ, მაია დარასელიამ, დავით გოგუამ და კობა გაბელაიამ შეხვედრები გამართეს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში და აბაშის მუნიციპალიტეტის ..

2017-12-28

შეხვედრა დევნილებთან მცხეთის ბიბლიოთეკაში

2017 წლის 29 ნოემბერს  მცხეთა-მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროში, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოხვრის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიასთან დაკავშირებით, მცხეთის ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა ერთ–ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლ..

2017-12-27

შეხვედრა გორის უნივერსიტეტის სტუდენტებთან

,,ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის  წინააღმდეგ’’ 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა გორის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან..

2017-12-27

სამცხე–ჯავახეთის ბიუროში დეკემბრის თვეში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა

საკომუნიკაციო კამპანიის მიმართულებით,  მიმდინარე წლის ნოემბერ–დეკემბერი დატვირთული იყო სამცხე–ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატებისთვის. 1 დეკემბერს, ახალქალაქში ,,,ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის  წინააღმდეგ&..

2017-12-26

სიღნაღის ბიურო გლობალურ კამპანიაში ჩაერთო

2017 წელს გლობალურ კამპანიაში "ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ" იურიდიული დახმარების სამსხური განსაკუთრებით აქტიურად იყო ჩართული. ამას დაემატა ის ფაქტიც, რომ 21 დეკემბერს,  საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კან..

2017-12-25

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

მიმდინარე წლის 21 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ . კანონპროექტის ამოქმედებით, იურიდიული დახმარების სამსახური უფასოდ..

2017-12-24

შეხვედრები ხარაგაულის, საჩხერის და სვირის მოსახლეობასთან

იმერეთის–ზესტაფონის იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებრივმა ადვოკატებმა თეა ჯანგიანმა და ნანა ლუტიძემ  2017 წლის 1დეკემბერს ხარაგაულის  მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში. შეხვედრის მიზანი ..

2017-12-22

შეხვედრები ძალადობის საკითხებზე

გლობალური კამპანიის „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით“ იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიურომ რეგიონში რამდენიმე შეხვედრა გამართა. 28 ნოემბერს კულტურულ–ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით..

2017-12-22

ზუგდიდსა და მესტიაში გლობალური კამპანიის ღონისძიებები გაიმართა

25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობდა გლობალური კამპანია „ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ“. ამ კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული იურიდიული დახმარების სამსახური. 27 ნოემბერს სამეგრელოს–ზ..

2017-12-21