Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

თელავის ბიუროს თანამშრომლები სოციალურად დაუცველ ოჯახს დაეხმარნენ

2018 წლის 9 თებერვალს კახეთის–თელავის ბიუროს ადვოკატები იმყოფებოდნენ გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიზნით.  ოჯახში ვიზიტი განხორციელდა ინტერნეტით გავრცელებული ვიდეოს ..

2018-02-14

"ევრონესტის" დელეგაციის ვიზიტი

დღეს, 13 თებერვალს, იურიდიული დახმარების სამსახურს ეწვია „ევრონესტის“(ევროპარლამენტის აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნები) დელეგაცია. სტუმრები დაინტერესებული იყვნენ საქართველოში მოქმედი უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემით, იურიდიული და..

2018-02-13

ქუთაისის ბიურომ ადგილობრივ თვითმმართველობებთან შეხვედრები დაიწყო

იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ქუთაისის ბიუროს წარმომადგენლებმა 2018 წლის 9 თებერვალს, წყალტუბოს ადმინისტრაციულ ერთეულში გასვლითი კონსულტაცია ჩაატარეს. როგორც ცნობილია, 2017 წლის ოქტომბერში, ქვეყნის მაშტაბით, ადგილობრივი თვითმმართვ..

2018-02-12

ადვოკატი ზურაბ დალაქიშვილი იურიდიული დახმარების საბჭოს წევრად აირჩიეს

8 თებერვალს ჩატარდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლის არჩევნები იურიდიული დახმარების საბჭოს წევრის გამოსავლენად. არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობდნენ სამსახურის ბიუროებს კადიდატები. კანდიდატებმა წარმოადგინე..

2018-02-08

იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტარციული ოფისი გაიხსნა

დღეს, 2018 წლის 30 იანვარს გაიხსნა საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის განახლებული ადმინისტრაციული ოფისი თბილისში და შედგა ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია, რაც გაუმჯობესებულ მომსახურებას უზრუნველყოფს როგორც იურიდიული დახმარების მიმღები პირებისა..

2018-01-30

მედია-ანონსი იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციული ოფისის გახსნა და ვებ-გვერდის პრეზენტაცია

სამშაბათს, 2018 წლის 30 იანვარს, 14:00 საათზე, გაიმართება საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის ახალი ადმინისტაციული ოფისისა და ვებ-გვერდის წარდგენა.  ღონისძიებას უმასპინძლებს მელიტონ ბენიძე - იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი.&nb..

2018-01-29

ადვოკატებმა მოხუცებულებს ნათლისღება მიულოცეს

19 იანვარს,  იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს წარმომადგენლებმა საქველმოქმედო ღონისძიება გამართეს. ბიუროს თანამშრომლები  მოხუცთა სახლ „ლაზარეთს“ ეწვივნენ. მათ  იქ მცხოვრებ მოხუცებს „ნათლისღების“ ბრ..

2018-01-25

თურქმენეთის დელეგაციის ვიზიტი

გასული წლის დეკემბერში (8.12.2017)გ აეროს განვითრების პროგრამის თბილისის ოფისის ინიციატივით,  იურიდიული დახმარების სამსახურის ეწვია თურქმენეთის დელეგაცია, გაეროს განვითარების პროგრამის თურქმენეთის წარმომადგენლის – ელენა ბუტოვას ხელმძღვანელ..

2018-01-04

ხელვაჩაურის "ქალთა ოთახში" ძალადობის თემაზე იმსჯელეს

იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს თანამშრომლებმა –  ადვოკატმა დავით კეკელიძემ და კონსულტანტმა ნატო ირემაძემ 201 7 წლის 01 დეკემბერს  ინფორმაციული შეხვედრა ჩაატარეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტ..

2017-12-28

ეთნიკური ქისტებით დასახლებულ სოფელ ჯოყოლოს თელავის ბიუროს თნამშრომლები ეწვივნენ

რა ითვლება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობად, რა სამართლებრივი მექანიზმები არსებობს ძალადობის მსხვერპლებისთვის თავის დასაცავად, ვის  და როგორ უნდა მიმართონ, თუ პრობლემის წინაშე დადგნენ – ამ თემებზე შედგა საუბარი,  30 ნოემბერს, პანკისის..

2017-12-28