Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტში

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროების წარმომადგენლები განაგრძობენ შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობებთან. 2018 წლის 27 თებერვალს მცხეთა-მთიანეთის იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროს ადვოკატები ნათია ბერძენიშვილი და ქეთევან თალაკვ..

2018-03-15

გაიმართა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტში მონაწილეთა შეხვედრა

12 მარტს იურიდიული დახმარების სამსახურში, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში, გაიმართა იურიდიული დახმარების ჯგუფის შეხვედრა. შეხვედრაზე განიხილეს იურიდიული დახმარების სამსახურის განვითარების 2018&nda..

2018-03-13

შეხვედრა ბაღდათის თვითმმართველობაში

2018 წლის 15 თებერვალს, იმერეთი–ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიურომ შეხვედრა გამართა ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციაში. ბიუროს წარმომადგენლებმა კონსულტანტმა ბელა ჭყონიამ, ადვოკატებმა ხვიჩა თავაძემ და   სოფიო ყუბანეიშვილმა ბაღდათ..

2018-03-12

სიღნაღის ბიურომ მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა

გასულ კვირას მნიშვნელოვანი  საინფორმაციო შეხვედრები გამართეს კახეთის–სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლებმა. 26 თებერვალს საზოგადოებრივი ადვოკატები – ბექა ჯავახიშვილი და არჩილ ტუხაშვილი ქ. წნორის პრობაციის ბიუროში შეხვდნ..

2018-03-06

იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლები "ეფექტური კომუნიკაციისა და კონფლიქტის მოგვარების" ტრენინგს ესწრებიან

იურიდიული დახმარების სამსახურის  ბიუროების ხელმძღვანელები, საკონსულტაციო ცენტრების წარმომადგენლები და მენეჯმენტის წევრები, 2018 წლის 1-3 მარტს, ესწრებიან ქალაქ ბორჯომში მიმდინარე  ტრენინგს თემაზე „ეფექტური კომუნიკაცია და კონფლიქტის მო..

2018-03-02

შეხვედრა ზემო ალვანის თვითმმართველობაში

იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები განაგრძობენ შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობების წევრებთან. როგორც ცნობილია, 2017 წლის ოქტომბერში, ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები (მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგან..

2018-03-01

ფოთის ბიუროს თანამშრომლები არასრულწლოვნებს შეხვდნენ

სამეგრელოს-ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები ნათია პაჭკორია და კობა გაბელაია, 2018 წლის 7 თებერვალს ფოთის #6 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. გასვლითი კონსულტაციის მიზანი იყო ახალგაზრდებისათვის მიეწოდებინათ ინფორმაცია  სამსახური..

2018-02-28

თერჯოლის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობების ხელმძღვანელებს იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლები შეხვდენენ

2018 წლის 19 თებერვალს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ზესტაფონის ბიუროს თანამშრომლებმა – თეა ჯანგიანმა, ელისო ბოგვერაძემ და ნანა ლუტიძემ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებთან. შეხვე..

2018-02-20

შეხვედრა წეროვანში მცხოვრებ დევნილებთან

2018 წლის 8 თებერვალს  მცხეთა-მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები შეხვდნენ წეროვნის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს და  ახალგორის ადმინისტრაციული ერთეულის  თანამშრომლებს. შეხვედრის ძირითდი თემა იყო არასრულწლოვან..

2018-02-19

ქუთაისის ბიუროს ადვოკატები თვითმმართველობების წარმომადგენლებს ხვდებიან

იმერეთის – ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმოადგენლები განაგრძობენ შეხვედრებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სტრუქურების წარმომადგენლებთან, რომელთა შემადგენლობაც 2017 წ;ლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების  შედეგ..

2018-02-15