Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ფოთის ბიურო საინფორმაციო შეხვედრებს მართავს

მიმდინარე წლის მარტის თვეში  ფოთის  იურიდიული დახმარების ბიურომ საინფორმაციო შეხვედრები გამართა ქალაქ ფოთს და სენაკის მუნიციპალიტეტში. 16 მარტს, ფოთის მერიის შეხვედრის ორგანიზატორი იყო  კულტურულ–ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმ..

2018-04-02

ბათუმის მერიამ იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგნელებს უმასპინძლა

22 მარტს ქვეყნის ერთ–ერთმა მსხვილმა თვითმმართველობამ – ქალაქ ბათუმის მერიამ    სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებს უმასპინძლა.  აჭარის იურიდიული დახმარების  ბიუროს უფროსმა იამზე ზანდარაძემ, ადვოკატმა მ..

2018-03-30

შეხვედრა საჩხერის მუნიციპალიტეტში

2018  წლის  28  თებერვალს იურიდიული დახმარების სამსახურის საჩხერის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა სალომე გიორგაძემ საინფორმაციო შეხვედრა გამართა საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებთან.   ადგილობრივი ..

2018-03-29

ფოთში იურიდიული დახმარების ადგილობრივი ბიუროს მონაწილეობით იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა

27 მარტს  სსიპ–იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს-ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს ორგანიზებით ფოთის საქალაქო სასამართლოში   განხორციელდა  იმიტირებული სასამართლო პროცესი სსიპ–ფოთის #6 საჯარო სკოლის მოსწავლეების მონ..

2018-03-29

შეხვედრა ზუგდიდის სოციალური მომსახურების სააგენტოში

21 მარტს,  იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს–ზუგდიდის ბიუროს უფროსი რომან კეიდია და ადვოკატი ნათია ქვარცხავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურეობის სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ, როგორც აღნიშნული..

2018-03-27

თბილისის ბიუროს ადვოკატები სისხლის დონაციის აქციაში მონაწილეობდნენ

22 მარტს თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომელებმა  სისხლის უანგარო დონორთა აქციაში მიიღეს მონაწილეობა. სისხლის დონაცია უსაფრთხო პროცესია და მას ლეიკემიითა და სხვა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.&n..

2018-03-23

თბილისის ბიუროს სტაჟიორებს სერტიფიკატები გადაეცათ

22 მარტს, სტაჟიორებს, რომლებმაც თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროში სისხლის სამართლის იურიდიული კლინიკის 4–თვიანი პროგრამა გაიარეს, სტაჟირების წარმატებით დასრულების აღსანიშნავად სერტიფიკატები გადაეცათ.   იურიდიული კლინიკის პროგრამ..

2018-03-23

შეხვედრა ჭიათურის მუნიციპალიტეტში

2018  წლის  2 მარტს  იურიდიული დახმარების სამსახურის საჩხერის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა სალომე გიორგაძემ საინფორმაციო შეხვედრა გამართა ჭიათურის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებთან. ადგილობრივი თვითმმართვე..

2018-03-22

პარლამენტში წლიური ანგარიშის საკომიტეტო მოსმენები დაიწყო

20 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა მელიტონ ბენიძემ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრებს იურიდიული დახმარების სამსახურის  2017 წლის საქმიანობის წლიური ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაცია მოიცავდა როგო..

2018-03-21

იურიდიული დახმარების საბჭო ახალი შემადგენლობით შეიკრიბა

19 მარტს გაიმართა იურიდიული დახმარების საბჭოს ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა. საბჭოს წევრები არიან: ზაზა ხარებავა (იუსტიციის უამღლესი საბჭო); ნათია ჩირიკაშვილი (იუსტიციის სამინისტრო); თეა ჭეიშვილი (ადვოკატთა ასოციაცია); რამაზ ჩინჩა..

2018-03-20