Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

კონფლიქტისპირა ზონის სოფელ აბანოში შეხვედრა გაიმართა

30 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურის გორის ბიუროს კონსულტანტი ნინო მასურაშვილი მონაწილეობდა  კონფლიქტისპირა ზონაში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოში გამართულ შეხვედრაში, რომელიც ორგანიზებული იყო შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სა..

2024-07-31

ჩატარდა ტრენინგი მედიაციის საკითხზე

მიმდინარე წლის 16-20 ივლისს და 25-26 ივლისს, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გაიარეს ტრენინგი კონფლიქტის მართვასა დ..

2024-07-30

ლტოლვილთა სამართალზე ტრენინგი ჩატარდა

2024 წლის 28 მარტს იურიდული დახმარების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება იურიდიული დახმარების გაწევის კრიტერიუმებში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ. საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, დღეს უკვე უზრუნველყოფილია სასამართლოში წარმომადგენლობის უფლება მოქალაქ..

2024-07-22

თეა ჭეიშვილი იურიდიული დახმარების საბჭოს თავმჯდომარე გახდა

2024 წლის 14 მაისიდან, იურიდიული დახმარების საბჭოს გადაწყვეტილებით, ერთი წლის ვადით,  იურიდიული დახმარების საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულია თეა ჭეიშვილი. თეა ჭეიშვილი 2018 წლიდან იურიდიული დახამრების საბჭოს წევრია ადვოკატთა ასოციაციის კვოტით. აქტ..

2024-07-15

იურიდიული დახმარების სამსახურში იმიტირებული არჩევნები ჩატარდა

10 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები ესტუმრნენ. შეხვედრის მიზანი იყო ახალი საარჩევნო რეფორმების, მათ შორის, ტექნოლოგიური სიახლეების გაცნობა და იმიტირებულ არჩევნებში მონაწილეობა.  პრეზენტაციის..

2024-07-11

ადვოკატ გიორგი თოთაძის მოგებული საქმე

მცხეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი გიორგი თოთაძე რამდენიმე თვის წინ ჩაერთო პენიტენციური სამსახურის N15 დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდადებულის-ს.მ.-ს საქმეში, რომელსაც მიაჩნდა, რომ მას უნდა შეხებოდა საქართველოს კანონი "ამნისტიის შესახებ&q..

2024-07-10

გაიმართა შეხვედრები დუისსა და ჯოყოლოში

.2024 წლის 25 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის თელავის ბიუროს ადვოკატმა ალექსი ტუსნიაშვილმა მონაწილეობა მიიღო კახეთის მასშტაბით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ ფართომასშტაბიანი მრავალკომპონენტიანი საინფორმაციო კამპანიის..

2024-07-03

ზუგდიდის უნივერსიტეტში ნარკომანიაზე იმსჯელეს

2024 წლის 26-ივნისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში,  ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (26-ივნისი) იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის ბიუროს უფროსი რომან კე..

2024-07-03

ზუგდიდის ბიუროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ესტუმრნენ

2024 წლის 25-ივნისს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის ბიუროს სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები პედერ ლოფვინგი და ჯულია ქრომელი. შეხვედრაზე განიხილეს იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობა,..

2024-07-03

გაიმართა შეხვედრები სოფლების - იორმუღანლოს, ქვემო და ზემო ლამბალოს, ქეშალოს მოსახლეობასთან

2 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის სიღნაღის ბიუროს ადვოკატი ბექა ჯავახიშვილი მონაწილეობდა კახეთის მასშტაბით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ ფართომასშტაბიანი მრავალკომპონენტიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ..

2024-07-03