Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

სოფელ საციხურში შეხვედრა გაიმართა

20 სექტემბერს, გორის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი გიორგი ჯეირანაშვილი და კონსულტანტი ნინო მასურაშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელს საციხურში, რომელიც კონფლიქტისპირა ზონის სოფელია, შეხვდნენ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს. შეხვედრა..

2024-09-23

სამსახურის დირექტორი ნიდერლანდელ კოლეგებს შეხვდა

მიმდინარე წლის 16 სექტემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია იმყოფებოდა ნიდერლანდებში.  ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა იუსტიციის სამინისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენ..

2024-09-17

ნიქოზში მობილური საკონსულტაციო ცენტრი ჩავიდა

2024 წლის 30 აგვისტოს,  სოფელ ზემო ნიქოზში, რომელიც ოკუპირებული ზონის მიმდებარე სოფელია, იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრის დახმარებით უფასო სამართლებრივი კონსულტაცია გაეწია ადგილობრივ მოსახლეობას. აღსანიშნავია, რო..

2024-09-02

ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს მიერ მობილური საინფორმაციო საკონსულტაციო კამპანია დასრულდა

 13 აგვისტოს ბოლო შეხვედრა ჩატარდა ქ. ფოთში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ დევნილ მოსახლეობასთან. იურისტებმა დევნილებს მიაწოდეს ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების, ქალთა უფლებების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ასევე ბულინ..

2024-08-29

ინჩხურსა და გაჭედილში შეხვედრები ჩატარდა

მიმდინარე წლის 25 ივლისს, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ფოთის იურიდული დახმარების ბიუროს უფროსი ნათია ბოჯგუა  და ადვოკატები ეწვივნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებს - გაჭედილსა და ინჩხურს. იურისტებმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე ისაუბრეს რო..

2024-08-27

სტუდენტ პარალეგალებს სერთიფიკატები გადაეცათ

მიმდინარე წლის 29 ივნისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით  USAID -ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ბორჯომში გაიმართა საზაფხულო ბანაკი სტუდენტი პარალეგალებისთვის. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ პარალეგალები აჭარისა და იმერეთის რეგიონიდან დ..

2024-08-26

მესტიაში ჩატარდა კონფერენცია თემაზე „მსაჯულთა ინსტიტუტი და სვანური ტრადიციული სამართალი“

2024 წლის 2 აგვისტოს სვანეთში, მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმში იურიდიული დახმარების სამსახურისა და ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე „მსაჯულთა ინსტიტუტი და სვანური ტრადიციული სამართალი“. დამსწრე საზოგადოებას მისა..

2024-08-07

მესტიაში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა

2024 წლის 2 აგვისტოს იურიდიული დახმარების სამსახურისა და ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი მესტიის რაიონულ სასამართლოში. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს იურიდიული დახმარების სამსახურის..

2024-08-07

ადვოკატებმა აშშ-ში ტერნინგი გაიარეს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს (INL) მხარდაჭერითა და ორგანიზებით 2024 წლის 14-27 ივლისის პერიოდში, ვირჯინიის შტატში, დერილ დენცლერის სასამართლო პრაქტიკის ინსტიტუტში მიმდინარეობდა ორკვირიანი სასწავლო კურსი თემაზე - ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ..

2024-08-07

ნორიოში საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა

31 ივლისს, რუსთავის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები ნორიოში საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებს ესტუმრნენ. ადვოკატებმა პატარა ბენეფიციარებს სხვადასხვა სახის საჩუქრები ჩაუტანეს, გაეცნენ მათ საცხოვრებელ პირობებს და მიაწოდეს ინფორმაცია არასრუ..

2024-08-01