Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

იურიდიული დახმარების სამსახურის და საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

2024 წლის 31 ოქტომბერს იურიდიული დახმარების სამსახურსა და საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.  მემორანდუმის ფარგლებში ჯიუს სამართლის პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემა პრაქტიკა გაიარ..

2024-11-06

ვერტყვიჭალის სკოლას ადვოკატები ესტუმრნენ

29 ოქტომბერს, ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტმა თეა ჯანგიანმა და ადვოკატმა მიხეილ ხუსკივაძემ შეხვედრა გამართეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალის სკოლის მოსწავლეებთან. იურისტებმა არასრულწლოვანებს მიაწოდეს ინფორმაცია იუ..

2024-10-30

სოფელ ანაგის სკოლაში შეხვედრა ჩატარდა

2024 წლის 18 ოქტომბერს სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა ბექა ჯავახიშვილმა და კონსულტანტმა ნანა ბოლაშვილმა შეხვედრა გამართეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. შეხვედრაზე სკოლის მოსწავლეებს განემარტათ იური..

2024-10-21

ტიბაანის მოსწავლეებთან შეხვედრა ჩატარდა

2024 წლის 16 ოქტომბერს სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა ბექა ჯავახიშვილმა და კონსულტანტმა ნანა ბოლაშვილმა შეხვედრა გამართეს ხვიჩა ბიძინაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. შეხვედრაზე ..

2024-10-17

ქუთაისში პანელური დისკუსია ჩატარდა

2024 წლის 11 ოქტომბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე "იურისტის პროფესიული განვითარება". დისკუსიის პანელზე წარმოდგენილმა ექსპერტებმა - სსიპ იურიდიული დახმ..

2024-10-15

იურიდიული დახმარების სამსახურმა თსუ-ში პანელური დისკუსია გამართა

2024 წლის 9 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე "იურისტის პროფესიული განვითარება". დისკუსიის პანელზე წარმოდგენილმა ექსპერტებმა..

2024-10-10

სიღნაღში გაიმართა შეხვედრა ძალადობის მსხვერპლ ქალებთან

2024 წლის 2 ოქტომბერს სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა ბექა ჯავახიშვილმა და კონსულტანტმა ნანა ბოლაშვილმა შეხვედრა გამართეს სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულშ..

2024-10-02

ბათუმში ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა

2024 წლის 23-27 სექტემბერს, ბათუმში, იურიდული დახმარების სამსახურის და ამერიკის  შეერთებული შტატების საელჩოს (INL) თანამშრომლობის ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურისა და ადვოკატთა ასიციაციის წარმომადგენლებისთვის გაიმართა ტრენერთა ტრენინგი..

2024-10-02

მოგებული საქმე თბილისის ბიუროში

თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა სოფია ჯოლოხავამ, ორი არასრულწლოვანი ბავშვის მარტოხელა დედას, რომელიც "უსახლკარო პირის" სტატუსის მიღებას ცდილობდა, მოუმზადა სარჩელი და მიმართა სასამართლოს. ადვოკატმა სასამართლო პროცესზე ყურადღებ..

2024-09-27

თბილისის უკრაინული სახლი ერთი წლისაა

2024 წლის 19 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე მიხეილ ხურციძე და  ადამინური რესურსების მართვის სამმართველოს იურისტი რევაზ არსენიძე მონაწილეობდნენ  "უკრაინული სახლის" ერთლწიანი იუბილის ღონსიძიებაში, რო..

2024-09-24