Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ქუთაისში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა

იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ქუთაისის ბიუროს და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის მიერ ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა მზადება იმიტირებული სასამართლო პროცესისთვის, რომელშიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი..

2018-04-19

2017 წლის საქმიანობის ანგარიში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

19 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა მელიტონ ბენიძემ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე, ქუთაისში, წარადგინა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ანგარიში, რომელშიც ასახულია საზოგადოებრივი ადვოკატებისა და ..

2018-04-19

იურიდიული კლინიკის პროექტი გრძელდება

12 აპრილს იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროში იურიდიული კლინიკის სტაჟიორებისთვის, რომლებიც  სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები არიან, ჩატარდა ტრენინგი თემაზე „სამართლებრივი წერა“. ტ..

2018-04-18

უფასო იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელის მმართველი კომიტეტი შეიკრიბა

13 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის სათაო ოფისში  გაიმართა „უფასო იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელის“ მმართველი კომიტეტის შეხვედრა, რომელსაც სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი მელიტონ ბენიძე გაუძღვა. შეხვე..

2018-04-13

აჭარის ბიუროს წარმომადგენლები ჩაქველ მოსწავლეებს შეხვდნენ

აჭარის იურიდიული დახმარების ბიურომ, 2018 წლის 4 აპრილს,  სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გასვლითი  შეხვედრა ჩაატარა ჩაქვის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთა..

2018-04-11

ზესტაფონის ბიუროს მოსწავლეები ესტუმრნენ

3 აპრილს იმერეთის–ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიურომ უმასპინძლა ზესტაფონის რაიონის მე–2, მე–4 და მე–6 საჯარო სკოლის მოსწავლეებს. ბიუროს თანამშრომლებმა მოსწავლეებს გააცნეს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ მომსახ..

2018-04-10

ქუთაისის ბოურომ ხონის თვითმმართველობაში შეხვედრა გამართა

2018 წლის 4 აპრილს იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის-ქუთაისის ბიუროს ადვოკატები ხონის მერიის თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ქუთაისის ბიუროს იურისტებმა თვითმმართველობის თანამშრომლებს მიაწოდეს ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურისა საქმ..

2018-04-10

პარლამენტში იურიდიული დახმარების სამსახურის 2017 წლის ანგარიშის საკომიტეტო მოსმენა გაიმართა

5 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა მელიტონ ბენიძემ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის  2017 წლის საქმიანობის წლიური ანგარიში წარუდგინა. სხდომას უძღვებოდა კომიტე..

2018-04-05

სიღნაღის ბიუროს იურისტები მოსწავლეებს შეხვდნენ

როგორც ცნობილია, 2016 წლის 1 იანვრიდან იურიდიული დახმარების სამსახური  არასრულწლოვანებს უზრუნველყოფს უფასო იურიდიული დახმარებით. ასევე მნიშვნელოვანია, მოზარდებს ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია სამართლებრივი საკითხების შესახებ. იურიდიული დახმარების სამსა..

2018-04-05

სოფელ კურსების მოსწავლეები თავიანთ უფლებებს გაეცვნენ

2018 წლის 30 მარტს იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს იურისტებმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და სოფლის სხვა მცხოვრებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.   ქუთაისის ბიუროს იურისტებმა ..

2018-04-03