Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

კაჭრეთში ჟურნალისტებთან შეხვედრა შედგა

13-14.10.2018 ევროკავშირის წარმომადგენლობისა და გაეროს განვითრების პროგრამის ერთობლივი პროექტის მხარდაჭერით, სასტუმრო "ამბასადორი-კაჭრეთი"მასპინძლობს ცენტრალური და რეგიონული მედიის ჟურნალისტების და პროდიუსერების შეხვედრას იურიდიული დახმარებ..

2018-10-15

იურიდიული დახმარების სამსახურს ტაჯიკეთის და ბელარუსის ერთობლივი დელეგაცია ესტუმრა

2018 წლის 10 ოქტომბერს, იურიდიული დახმარების სამსახურმა ტაჯიკეთისა და ბელარუსის რესპუბლიკების წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრა გაიმართა სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, რომლის მიზანია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ქართული სისტემის გაცნობა და შესწავლ..

2018-10-10

ბოსლევში იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებს გაეცვნენ

3.10.2018 იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ზესტაფონის ბიუროს თანამშრომლებმა – თეა ჯანგიანმა და ნანა ლუტიძემ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლევში. ადგილობრივი მოსახლეობა გაეცნო იურიდიული დახმარებ..

2018-10-05

ახალციხეში ევროპის დღეები გაიმართა

29 სექტემბერს, ახალციხეში, „რაბათის“ ისტორიულ კომპლექსში „ევროპის დღეები“ აღინიშნა.  უკვე რამდენიმე წელია, რაც ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად, იურიდიული დახმარები..

2018-10-03

თბილისის ბიუროში დონაციის აქცია ჩატარდა

26 სექტემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს  შპს სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის მედიკოსები ესტუმრნენ. უკვე ტრადიციად იქცა, რომ საზოგადოებრივი ადვოკატები და კონსულტანტები სისხლის დონაციის აქციას წელიწადში რამდენჯერმე მართავ..

2018-10-02

იურიდიული დახმარების სამსახურს ევროკავშირის ექსპერტები ესტუმრნენ

28.09.2018   იურიდიული დახამრების სამსახურს ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფის ექსპერტები იგორ პელიჩიარი, ერვინ რუზი  და მათი ქართველი კოლეგა ნინო ხურციძე ეწვივნენ. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა მელიტონ ბენიძემ სტუმრებს გ..

2018-09-28

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან მემორანდუმი გაფორმდა

27 სექტემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა მელიტონ ბენიძემ და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ ხელი მოაწერეს მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.   როგორ..

2018-09-27

ქუთაისის ბიუროში ტრენინგი მიმდინარეობს

17.09.2018 – იმერეთის– ქუთაისის იურიდიული დახმარების  ბიურო დასავლეთ საქართველოში მოქმედი იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების წარმომადგენლებს მასპინძლობს. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამ..

2018-09-17

ფოთში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე იმსჯელეს

14.09.2018 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კულტურულ–ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“–ს ორგანიზებით შედგა შეხვედრა, რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების თანამშრომლები, საჯარო სკოლის პედაგოგებ..

2018-09-17

გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე იურიდიული დახმარების სამსახურს ეწვია

13.09.2018 იურიდიული დახმარების სამსახურის გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ტუია ალთანგერელი ესტუმრა. სტუმარმა თავდაპირველად თბილისის ბიურო მოინახულა, დეტალურად გაეცნო კონსულტანტებისა და საზოგადოებრივი ადვოკატების ..

2018-09-13