Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

საზოგადოებრივი ადვოკატი თეა ყაულაშვილი:„იურიდიული დახმარება ისეთივე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც ჯანდაცვის გამართული სისტემა“

2003 წელს დავამთავრე თბილისის იურიდიულ–ფსიქოლოგიური ინსტიტუტი, მას შემდეგ იურიდიულ პრაქტიკას ვეწევი. იურიდიული დახმარების სამსახურში 2008-2011 წელს ვმუშაობდი და 2015 წელს ისევ აქ დავბრუნდი. ეს ჩემი ყველაზე ხანგრძლივი საადვოკატო პრაქტიკაა. იუ..

2018-11-09

ადვოკატი აკაკი ლომსაძე:„ადამიანის დახმარების სურვილი შინაგანი მოთხოვნილებაა. სწორედ ამ შეგნებით გავხდი ადვოკატი“

იურიდიული დახმარების სამსახურში 2015 წლიდან ვმუშაობ. თავიდან კონსულტანტად დავიწყე მუშაობა. ამჟამად სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების მიმართულების ადვოკატი ვარ. კონსულტანტად მუშაობის წლებს თბილად ვიხსენებ, რადგან რამდენიმე ათას ადამიანს დავეხ..

2018-11-09

ბენეფიციარი ბორის ლელაძე:„იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები მართლმსაჯულების ჯარისკაცები არიან“

1953 წელს ზესტაფონის რაიონში, სოფელ საზანოში დავიბადე. უმაღლესი განათლება მაქვს, ელექტრიკოს-მონტიორი ვარ. ამ სპეციალობით ორმოცი წელი ვიმუშავე სხვადასხვა სამსახურში, პატიოსნად და სინდისიერად ვემსახურე ჩემს კუთხეს და ქვეყანას. ამჟამად სოციალურად დაუცვე..

2018-11-09

ბენეფიციარი მედეა მოსულიშვილი:„ვინც სამართალს ეძებს, იურიდიული დახმარების სამსახურს უნდა მიაკითხოს“ 

მთელი ცხოვრება ჟურნალისტად ვიმუშავე. ამჟამად სოციალურად დაუცველი, მარტოხელა პენსიონერი ვარ. ჩემს ახლანდელ მდგომარეობას ვერასდროს წარმოვიდგენდი. მაგრამ მარტოობა და მატერიალური გაჭირვება  ჩემი ყველაზე დიდი საზრუნავი არ ყოფილა. უარესი პრობლემის წინ..

2018-11-09

მედია-ანონსი: საერთაშორისო კონფერენცია: იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობა სისხლის მართლმსაჯულების სისტემებში

2018 წლის 13-15 ნოემბერს საქართველო უმასპინძლებს საერთაშორისო კონფერენციას იურიდიული დახმარების შესახებ. ღონისძიებას დაესწრება 300-ზე მეტი დელეგატი მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის პარლამენტების, მთავრობების, მართლმსაჯულების სისტემისა და სამო..

2018-11-09

"ევროპის დღე" მარნეულში აღინიშნა

3 ნოემბერს, მარნეულში "ევროპის დღე" აღნიშნეს. ევროკავშირის წარმომადგენელობა საქართველოში და გაეროს განვითარების პროგრამა, რომლებიც იურიდიული დახმარების სამსახურის დონორი ორგანიზაციებია, ასევე არიან, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გამართული ..

2018-11-07

ბერძენაულის და კნოლევის მოსახლეობა საზოგადოებრივ ადვოკატებს შეხვდა

5.11.2018 შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენელები კონფლიქტის ზონის სიახლოვეს, ქარელის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში არსებული სოფლების - ბერძენაულის და კნოლევის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი იყო მოსახლეობის ინფორმირებ..

2018-11-07

სპეციალიზაცია დასავლეთ საქართველოს ბიუროებისა და რეესტრის საზოგადოებრივი ადვოკატებისთვის

მიმდინარე წლის 5-8 ნოემბერს, ბორჯომში, ტარდება რიგით მეორე ტრენინგი თემაზე: "ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საკითხები" იურიდიული დახმარების სამსახურის დასავლეთ საქართველოს ბიუროების და რეესტრის ადვოკატებისთვის. ტრენინ..

2018-11-06

ახალაბასთუმანში ჩასახლებული დევნილები უფასო სამართლებრივი დახმარების მირების პირობებს გაეცვნენ

2018 წლის 1 ნოემბერს სამეგრელო-ზუგდიდის ბიუროს უფროსი რომან კეიდია, ადვოკატი ნათია ქვარცხავა და ა/ო „სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ირაკლი ავალიანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალაბასთუმანში ჩასახლებულ დევნილებს ესტუმრნე..

2018-11-02

წყალტუბოში მიმდინარეობს ტრენინგი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საკითხებზე

1 – 3 ნოემბერს, ქ. წყალტუბოში,  პროექტის “კანონის  უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/ PROLoG) – ის მხარდაჭერით,  იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისა და კონსულტანტებისათვის  ტარდება ტრენინ..

2018-11-02