Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ხევის საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივებთან შეხვედრა შედგა

2018 წლის 29 ნოემბერს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ზესტაფონის ბიუროს თანამშრომლებმა – თეა ჯანგიანმა და ნანა ლუტიძემ შეხვედრა გამართეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევის საზოგადოებრივ ცენტრში შეკრებილ ადგილობრივ მოსახლ..

2018-11-29

მცხეთის №1 საჯარო სკოლას იურისტები ესტუმრნენ

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, მცხეთაში საინტერსო შეხვედრა შედგა. ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობა დანაშაულია, ხოლო მოძალადე  დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით - ეს იყო ერთ-ერთი..

2018-11-27

კორბოულის საზოგადოებრივ ცენტრში ძალადობის საკითხებზე იმსჯელეს

იურიდიული დახმარების სამსახური აქტიურად ჩაერთო, 25 ნოემბრიდან 10 დკემბრამდე მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე, გლობალურ კამპანიაში „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინაააღმდეგ“, რადგან ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმ..

2018-11-27

თავშესაფრების თანამშრომლები და ბენეფიციარები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებს გაეცნენ

(20.11.2018) იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს კონსულტანტმა თამარ კაპანაძემ და სპეციალიზებულმა საზოგადოებრივმა ადვოკატმა ცირა ჯგერნაიამ შეხვედრა გამართეს არალეგალურ მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრის თანამშრომლებთან და მარტყოფის თავ..

2018-11-22

კონფლიქტისპირა ზონის სოფელ ფრეზეთის მოსახლეობა საზოგადოებრივ ადვოკატებს შეხვდა

2018 წლის 19 ნოემბერს, მცხეთა-მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები ნათია ბერძენიშვილი და ქეთევან თალაკვაძე, ააიპ საზოგადოებრივი პროგრამების ფონდის წარმომადგენლებთან - ზურაბ ჩიკვატიასა და ირაკლი წულაიასთან ერთად  ესტუმრნენ კონფლიქტისპ..

2018-11-21

ნეპალისა და პალესტინის დელეგაციების ვიზიტი

"სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემებში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის მესამე საერთაშორისო კონფერენციის“ დასრულების შემდეგ საქმიანი შეხვედრები გაგრძელდა იურიდიული დახმარების სამსახურში.  16 ნოემბერს, ნეპალისა და პალესტ..

2018-11-20

ქუთაისის ბიუროს გაეროს წარმომადგენლები ესტუმრნენ

15 ნოემბერს, თბილისში მიმდინარე „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემებში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის მესამე საერთაშორისო კონფერენციის“ პარალელურად, კონფერენციის ერთ-ერთი ძირითადი სპორნსორის - გაეროს განვითარების პროგრამის(U..

2018-11-19

ბორჯომში მიმდინარეობს ტრენინგი ადვოკატთა სპეციალიზაციის საკითხებზე

ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, 17-20 ნოემბერს (2018)  ბორჯომში საზოგადოებრივი ადვოკატებისთვის მიმდინარეობს ტრენინგი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე, რომელიც წინასწარ მომზადებულ კონცეფციას ეყრდნობა და მიზნ..

2018-11-19

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა შედგა

იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს კონსულტანტი ნინო შარაშიძე და ადვოკატი ნატო ირემაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს - ქობულეთის მერსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ად..

2018-11-16

მსოფლიოს 67 ქვეყნის 300 იურისტი იურიდიული დახმარების საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება

(12.11.2018) სასტუმრო „ბილთმორში“ მიმდინარეობს ბოლო ეტაპის მოსამზადებელი სამუშაოები  „სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის მე-3 საერთაშორისო კონფერენციის“ ჩასატარებლად. თბილისის საერ..

2018-11-12