Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ნატახტარში მიწის რეგისტრაციის საკითხებს გაეცნენ

29 მაისს, მცხეთა-მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ჰქონდა  გასვლითი კონსულტაცია მცხეთის რაიონში, სოფელ ნატახტარში აღნიშნული ღონისძიება სერიული ხასიათისაა, თემა ეხებოდა მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის გამარტივების წესს და პირობებს.  სემ..

2018-06-01

გლდანის მოსახლეობა მიწის რეგისტრაციის საკითხებს გაეცნო

31 მაისს, თბილისის იურიდული დახმარების ბიუროს იურისტებმა თამარ კაპანაძემ და ლალი ეუაშვილმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს გლდანის საზოგადოებრივ კოლეჯში. შეხვედრას ესწრებოდნენ გლდანის რაიონული ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა. ..

2018-06-01

ახალციხეში მიწის რეგისტრაციის მიმდინარე რეფორმის შესახებ იმსჯელეს

29  მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის, სამცხე–ჯავახეთის ბიუროს უფროსმა დავით ზარიძემ და ბიუროს სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატმა დავით თელიაშვილმა,  ქ. ახალციხეში  არასამთავრობო ორგანიზაცია  „დემოკრატი..

2018-06-01

ხელვაჩაურში მიწის რეგისტრაციის საკითხებს გაეცნენ

„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის და მასთან დაკავშირებული მიმდინარე პროცესების შესახებ, იურიდიული დახმარების სამასხურის აჭარის..

2018-06-01

მიწის რეგისტრაციიის მიმდინარე რეფორმას გულგულას მოსახლეობა გაეცნო

როგორც ცნობილია,  2018 წლის 1 ივლისამდე მოქმედებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი,  რომელიც ამარტივებს მიწის რეგისტ..

2018-05-31

ლიას მოსახლეობას მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარება გაწია

მიწის ნაკვეთების გამარტივებული რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტთან დაკავშირებით,  25 მაისს,  შეხვედრა შედგა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში. აღსანიშნავია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტი და მასში შემავალი სოფლები სამეგრელოს–ზუგდიდი..

2018-05-31

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციაში მიწის რეფორმას გაეცვნენ

იმერეთის–ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიურო ჩართულია ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე აქტიურ ათდღიან კამპანიაში მიწის ნაკვეთების გამარტივებული რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტთან დაკავშირებით. 28 მაისს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში, ადმინისტრ..

2018-05-31

ანაგისა და ქვემო ბოდბეს მოსახლეობა მიწის მიმდინარე რეფორმას გაეცნო

კახეთის–სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიუროს წამოომადგენლებმა ორი შეხვედრა გამართეს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ..

2018-05-31

მარნეულის მუნიციპალიტეტში მიწის რეფორმის საკითხებს გაეცვნენ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახში, 25 მაისს, ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს სიურისტებმა სალომე ნარმანიამ და მიხეილ კეკელიამ, ასევე, იურიუდიული დახმარების სამსახურის მარნეულის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა ლალი ალუდაურმა შეხვედრა ..

2018-05-30

მარტვილის მუნიციპალიტეტში მიწის რეფორმასთან დაკავშირებული შეხვედრები გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის ცენტრი და მასში შემავალი სოფლები სამეგრელოს–ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს სამოქმედო ტერიტორიას ეკუთვნის. ბიუროს იურისტები პერიოდულად სტუმრობენ მარტვილის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და მათ უფასო იურიდიულ დახმარებას ..

2018-05-30