Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ტყვიავის საზოგადოებრივ ცენტრში მოსახლეობისა და საზოგადოებრივი ადვოკატების შეხვედრა შედგა

 25 მაისს  მიწის ნაკვეთების გამარტივებული რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტთან დაკავშირებით, გორის რაიონის სოფელ ტყვიავის საზოგადოებრივ ცენტრში შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი გიორგი ჯეირანაშვილი და ამავე ბიუროს კონსულტანტი ნინ..

2018-05-29

სოფელ ხრეითის მოსახლეობას სამართლებრივი დახმარება გაეწია

იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროები ქვეყნის მასშტაბით აქტიურ ათდღიან კამპანიას ახორცილებენ და  მიწის ნაკვეთების გამარტივებული რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და ..

2018-05-29

სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეები საზოგადოებრივ ადვოკატებს შეხვდნენ

17 მაისს  მცხეთა-მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი ალუდა ბუჩუკური და საზოგადოებრივი ადვოკატები ირმა ჯიმშიაშვილი და მურმან ნიკოლაიშვილი მცხეთის რაიონის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. აღნიშნული ღონისძიება სერი..

2018-05-24

იურიდიული დახმარების სამსახურს მნიშვნელოვანი სტუმრები ეწვივნენ

დღეს, 23 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ცენტრალურ ოფისში შედგა შეხვედრა, რომელშიც იურიდიული დახმარების საბჭოს განახლებული შემადგენლობა, სახალხო დამცველის აპარატისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის   ახალარჩეული ხელმძღვანელები მონაწილე..

2018-05-23

მცხეთა-მთიანეთის ბიუროს იურისტები სოფელ ძალისის მოსწავლეებს შეხვდნენ

"ქორწინება ადრეულ ასაკში” და „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“ – ეს იყო მთავარი საკითხები, რომლის შესახებაც ისაუბრეს მცხეთა–მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატებმა ნათია ბერძენიშვილმა და ქეთევან თალაკვაძემ,..

2018-05-23

ევროპის დღე ზუგდიდში– 19.05.2018

სამეგრელოს–ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს წევრები აქტიურად ზუგდიდში გამართულ "ევროპის დღის" აღნიშვნაში აქტიურად მონაწილეობდნენ. იურიდიული დახმარების სამსახურის სტენდთან მთელი დღის განმავლობაში ხალხმრავლობა იყო. საზოგადოებრივი ად..

2018-05-21

იურიდიული დახმარების საბჭომ სხდომა გამართა

16 მაისს იურიდიული დახმარების საბჭოს სხდომა გაიმართა.  სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა მელიტონ ბენიძემ საბჭოს თავმჯდომარეს სოფიო ჩაჩავას და საბჭოს წევრებს სამსახურის მიმდინარე საქმიანობის მიმართულებები და თვისებურებები გააცნო...

2018-05-17

იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები მოსახლეობას საზოგადოებრივ ცენტრებში შეხვდებიან

სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურსა“ და  სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ საზოგადოებრივ ცენტრებში განახლდა იურიდიული დ..

2018-05-16

დღეს გაიმართება იურიდიული დახმარების საბჭოს სხდომა

დღეს, 18:30  საათზე გაიმართება იურიდიული დახმარების საბჭოს სხდომა.  დღის წესრიგშია:  1.  მსჯელობა იურიდიული დახმარების სამსახურის მიმდინარე საქმიანობის შესახებ; 2.  იურიდიული დახმარების სამსახურისა და იურიდიული დახმარე..

2018-05-16

სოფელ კონდოლის მოსწავლეები იურიდიული დახმარების სამსხურის საქმიანობას გაეცნენ

2018 წლის 10 მაისს კახეთის–თელავის იურიდიული დახმარების ბიურო გასვლით კონსულტაციაზე იმყოფებოდა თელავის რაიონის, სოფელ კონდოლის საჯარო სკოლაში.  გასვლითი კონსულტაციის მიზანი იყო საჯარო სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეების   ინფორმირება იურ..

2018-05-11