Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ქუთაისში მიმდინარეობს ტრენინგი ტრეფიკინგის საკითხებზე

11.12.2018 იურიდიული დახმარების სამსახურის დასავლეთ საქართველოში მდებარე ბიუროების სისხლის სამართლის მიმართულების ადვოკატები, ქუთაისში, სასტუმრო „ბესტ ვესტერნში“, ესწრებიან ტრენინგს თემაზე „ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სამა..

2018-12-11

მარნეულელი უფროსკლასელები გლობალურ კამპანიას შეურთდნენ

ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე გლობალური კამპანიის ფარგლებში, 2018 წლის 10 დეკემბერს მარნეულის კულტურის ცენტრში გაიმართა ღონისძიება, რომელშიც იურიდიული დახმარების სამსახურის მარნეულის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი ლალი ა..

2018-12-11

იორმუღანლოს მასწავლებელები გლობალური კამპანიის მესიჯებს გაეცნენ

ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე გლობალური კამპანიის ფარგლებში, 2018 წლის 10 დეკემბერს საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში ერთობლივი შეხვედრა გამართეს კახეთის–სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიუროს, შერიგებისა და სამოქალა..

2018-12-11

ამბროლაურში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხები განიხილეს

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე გლობალური კამპანიის ფარგლებში,  იურიდიული დახმარების სამსახურის ამბროლაურის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა თეა ჩიკვაიძემ საინფორმაციო შეხვედრა გამართა გაზეთ „ამბროლაურის მოამბის&ldq..

2018-12-10

ბათუმში სხვადასხვა დიასპორის წევრებმა ძალადობის საკითხებზე იმსჯელეს

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე გლობალური კამპანიის ფარგლებში,  იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს კონსულტანტი ნინო შარაშიძე და საზოგადოებრივი ადვოკატი ნატო ირემაძე,   2018 წლის 7 დეკემბერს  შეხვდნენ ერ..

2018-12-10

საზოგადოებრივი ადვოკატები ესწრებიან ტრენინგს ტრეფიკინგის საკითხებზე

10.12.2018 იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლები, სასტუმრო „თბილისი-მერიოტში“, ესწრებიან ტრენინგს თემაზე „ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმები და თანამედროვე ტენდენციები“, რომელიც ტარდება &bd..

2018-12-10

ძეგველი მოსწავლეები ძალადობის საკითხებს გაეცნენ

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, 2018 წლის 6 დეკემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთის ბიუროს ადვოკატებმა ირმა ჯიმშიაშვილმა და მურმან ნიკოლეიშვილმა შეხვედრა გამართეს მცხეთის რაიონ..

2018-12-10

ზუგდიდელი სტუდენტები ძალადობის საკითხებს გაეცნენ

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში,   2018 წლის 7 დეკემბერს სამეგრელოს–ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი რომან კეიდია და ადვოკატი ნათია ქვარცხავა  შოთა მესხიას ..

2018-12-07

საზოგადოებრივი ადვოკატები და კონსულტანტები მედიაციის საკითხებს ეცნობიან

იურიდიული დახმარების სამსახურის  კონსულტანტები და სამოქალაქო სამართლის მიმართულების ადვოკატები აღმოსავლეთ საქართველოს ბიუროებიდან ესწრებიან ტრენინგს, რომელიც 2018 წლის 7-8 დეკემბერს თბილისში ტარდება. სამართლის ექსპერტები სოფიო ჩაჩავა და სოფიო..

2018-12-07

ახალციხელი ახალგარზდები ძალადობის საკითხებს გაეცნენ

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე გლობალური კამპანიის ფარგლებში,  2018 წლის 4 დეკემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე–ჯავახეთის ბიუროს  უფროსმა დავით ზარიძემ და არასამთავრობო ორგანიზაციის  „დემო..

2018-12-07