Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

იურიდიული დახმარების სამსახურში ინტენსიური ტრენინგები დაიწყო

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის მხარდაჭერით იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის  და იმერეთის–ქუთაისის ბიუროს ოფისებში ტრენინგები  დაიწყო  აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზ..

2018-09-12

რეგიონის წარმომადგენლები თბილისის ბიუროში ტრენინგს დაესწრნენ

2018 წლის 6-7 სექტემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლება“. ტრენინგი ორგანიზებული იყო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ და მას ესწრებოდნენ იურ..

2018-09-07

თხილნარის მოსახლეობა უფასო იურიდიული დახმარების სერვისებს გაეცნო

2018 წლის 4 სექტემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს წარმომადგენლები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის მოსახლეობას შეხვდნენ. კონსულტანტმა ნინო შარაშიძემ და ადვოკატმა ნატო ირემაძემ სოფლის გამგებელსა და მოსახლეობას მიაწოდეს..

2018-09-06

ქუთაისში საზოგადოებრივი ადვოკატებისთვის ტრენინგი ჩატარდა

2018 წლის 3-4 სექტემბერს იურიდიდული დახმარების სამსახურის იმერეთის–ქუთაისის ბიუროს ოფისში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ევროპული სტანდარტები სიცოცხლის უფლებასა და არასათანადო მოპყრობის გამოძიებაზე“. ტრენინგი ორგანიზებული იყო საქართვ..

2018-09-05

მცხეთის ბიუროს წარმომადგენლები წილკანში მცხოვებ დევნილებს შეხვდნენ

2018 წლის 7 აგვისტოს  იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა–მთიანეთის ბიუროს უფროსი ალუდა ბუჩუკური და კონსულტანტი ირინე ბარბაქაძე  მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკნის დევნილთა დასახლებაში შეხვდნენ სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებუ..

2018-09-05

უფასო იურიდიული კონსულტაცია უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება საქართველოს სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის

უფასო იურიდიული კონსულტაცია უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება საქართველოს სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის. იურდიული დახმარების სამსახურსა და სერვისების განვითარების სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე  სოფლებში არსებულ რემდენიმ..

2018-08-23

დევნილთა საკითხებზე მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა

9 აგვისტოს იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის ბიუროს უფროსი რომან კეიდია და კონსულტანტი ნინო მინჯია სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს დევნილების პრობლემური სამართლებრივი საკითხები და მათი გადაჭრის პრ..

2018-08-10

ბორჯომში ლტოლვილთა სამართლის საკითხებზე იმსჯელეს

18-20  ივლისს, ბორჯომში იურიდიული დახმარების სამსახურის სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატები  დაესწრნენ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს, რომელზეც თავშესაფრის მაძიებლების/ლტოლვილების, მოქალაქეობ..

2018-08-01

იურისტებმა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს

27-28  ივლისს,  კაჭრეთში  იურიდიული დახმარების სამსახურის სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატები უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლებთან ერთად განიხილავდნენ სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების წარმოების პრაქტიკაში არსებუ..

2018-08-01

დუისის მოსახლეობა, ამერიკელ სტუმართან ერთად, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებს გაეცნო

(21.07.2018) ახმეტის მუნიციპალიტეტში, ძირითადად ეთნიკური ქისტებით დასახლებულ სოფელ დუისის საგანმანათლებლო ცენტრში (პანკისის ხეობა), მოსახლეობასთან გაიმართა შეხვედრა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე.   შეხვედრაში მონაწილეობდნენ იური..

2018-07-24