Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ბორჯომში ადვოკატთა საქმიანობის შეფასების საკითხებზე მსჯელობენ

ბორჯომში, გაეროს და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარეობს იურიდიული დახმარების სამსახურის მენეჯმენტისა და  ბიუროების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის მთავარი თემაა იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების მო..

2018-07-17

მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობა იურიდიული დახმარების სამსახურის მუშაობას გაეცნო

(13.07.2018) იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს კონსულტანტი ნინო შარაშიძე და ადვოკატი ნატო ირემაძე  ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრას ასევე  ესწრებოდნენ სოფლის გამგებელი და  ადგილობრივი მ..

2018-07-16

ხარაგაულის მერიაში შეხვედრა გაიმართა

(13.07.2018) იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ზესტაფონის ბიუროს თანამშრომლებმა – თეა ჯანგიანმა, ნანა ლუტიძემ და ელისო ბოგვერაძემ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ხარაგაულის მერიაში. ხარაგაულის მერიის და საკრებულოს თანამშრომლებმა მიი..

2018-07-16

წალკაში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე იმსჯელეს

იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის ბიუროს ადვოკატმა მიხეილ კეკელიამ და წალკის იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტის კონსულტანმა დავით გოგიჩაიშვილმა წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა ..

2018-07-16

საზოგადოებრივი ადვოკატი ჰავაის შტატიდან სამსახურის მუშაობას გაეცნო

დღეს იურიდიული დახმარების სამსახურს ჰავაის (აშშ) იურიდიული დახმარების ცენტრის ადვოკატი ეშლი დრეიკ ბერი და  არასამთავრობო ორგანიზაცია „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის“ (IRC) იურისტი  დავით ობოლაძე ესტუმრნენ.  იურიდიული..

2018-07-12

თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსების ცენტრში შეხვედრა გაიმართა

10 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტმა თამარ კაპანაძემ შეხვედრა გამართა მარტყოფის მიმღები ცენტრის თანამშრომლებთან. შეხვედრა განხორციელდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებ..

2018-07-11

ბორჯომში იურიდიული დახმარების საბჭოს გასვლითი შეხვედრა გაიმართა

6-8 ივლისს ,  ბორჯომში იურიდიული დახმარების საბჭოს გასვლითი შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრა ორგანიზებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)/ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის(EWMI) პროგრამის “კან..

2018-07-10

იურიდიული დახმარების სამსახურში ქოლ–ცენტრი ამოქმედდა

2018  წლის 25 ივნისს იურიდიული დახმარების სამსახურში სატელეფონო კონსულტაციების ქოლ–ცენტრი ამოქმედდა. 032 292 00 55 ნომერზე დარეკვით მოქალაქეები კვალიფიციური იურისტის კონსულტაციისა და დახმარების მიღებას შეძლებენ. ქოლ-ცენტრის კონცეფციის მომზ..

2018-06-28

თიანეთში მიწის რეგისტრაციის საკითხებზე იმსჯელეს

15 ივნისს მცხეთა–მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა ალუდა ბუჩუკურმა,  ასევე ადვოკატმა ლელა ჭანკოტაძემ და კონსულტანტმა ირინე ბარბაქაძემ საინფორმაციო შეხვედრები გამართეს თიანეთის  მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან. იურისტებმა..

2018-06-20

ორულუს მოსახლეობა მიწის რეფორმის საკითხებს გაეცნო

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღეში, კერძოდ, 2018 წლის 1 ივლისიდან საქართველოს კანონი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ ახლა ეტაპზ..

2018-06-19