Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

პრობაციონერებთან შეხვედრაზე ძალადობის საკითხები განიხილეს

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში,   2018 წლის 6 დეკემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს თანამშრომლები ლალი ეუაშვილი და ცირა ჯგერნაია  პრობაციის ეროვნულ სააგენტო..

2018-12-07

ფოთის მერიაში ძალადობის საკითხებს გაეცნენ

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში,   2018 წლის 4 დეკემბერს სამეგრელოს–ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები მაია დარასელია, ქეთევან გვაზავა და ზაზა კვირკველია  ქ. ფ..

2018-12-06

ორი სოფლის მოსახლეობა ძალადობის მსხვერპლთა უფლებებს გაეცნო

,,ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“ მიმდინარე გლობალური კამპანიის ფარგლებში   2018 წლის 5 დეკემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის–თელავის ბიუროს თანამშრომლებმა, შერიგებისა და თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპა..

2018-12-06

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე იმსჯელეს

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში,   2018 წლის 4 დეკემბერს  იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის  ბიუროს კონსულტანტმა ნინო შარაშიძემ და ადვოკატმა ნატო ირემაძემ  შეხევდრ..

2018-12-04

სოფელ როხში ქალთა უფლებების შესახებ იმსჯელეს

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, 2018 წლის 30 ნოემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ქუთაისის ბიუროს თანამშრომლები ბელა ჭყონია და ხვიჩა თავაძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ..

2018-12-04

მიმდინარეობს ტრენინგი საზოგადოებრივი ადვოკატებისა და კონსულტანტებისთვის

2018 წლის 2-4 დეკემბერს, კახეთში, ლოპოტას ტბის კომპლექსში, იურდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისა და კონსულტანტებისათვის მიმდინარეობს ტრენინგი თემაზე „ევროპული სტანდარტები სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და პირადი ცხოვრების უფლების“..

2018-12-04

ზედა საზანოს მოსახლეობა ძალადობის საკითხებს გაეცნო

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, 2018 წლის 3 დეკემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ზესტაფონის ბიუროს თანამშრომლებმა – თეა ჯანგიანმა და ნანა ლუტიძემ შეხვედრა გ..

2018-12-04

სიღნაღელმა ქალბატონებმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ იმსჯელეს

2018 წლის 30 ნოემბერს, კახეთის-სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტი გიორგი ევსტაფიშვილი და ადვოკატი არჩილ ტუხაშვილი, სიღნაღის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფარი) ორგანიზებით,  სიღნაღის ..

2018-12-03

პანკისის ხეობაში–სოფელი ყვარელწყალის საზოგადოებრივ ცენტრში იურისტები მოსახლეობას შეხვდნენ

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, 2018 წლის 3 დეკემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის–თელავის ბიუროს თანამშრომლებმა – ალექსი ტუსნიაშვილმა და მინარი მურღვაშვილმა შ..

2018-12-03

საზოგადოებრივი ადვოკატები ბავშვთა უფლებების საკითხებს ეცნობიან

30 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით (2018), ბორჯომში საზოგადოებრივი ადვოკატებისთვის მიმდინარეობს ტრენინგი თემაზე „სამოქალაქო საქმეების განხილვა ბავშვის მონაწილეობით“. ტრენინგს უძღვებიან ფსიქოლოგი - ნინო ლორთქიფანიძე, სოციალური მუშაკი - ნ..

2018-11-30