Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

პერევის მცხოვრებლები სამსახურის სერვისებს გაეცვნენ

2018 წლის 31 ოქტომბერს იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ზესტაფონის ბიუროს თანამშრომლებმა – თეა ჯანგიანმა, ნანა ლუტიძემ, ელისო ბოგვერაძემ და საჩხერის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა – სალომე გიორგაძემ საინფორმაციო შეხვედრა..

2018-11-01

სპეციალიზაცია იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროებისა და რეესტრის (საზოგადოებრივი) ადვოკატებისთვის, თემაზე; "ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საკითხები"

მიმდინარე წლის 29–31 ოქტომბერს, ბორჯომში, იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროების და რეესტრის ადვოკატებისთვის, ტარდება ტრენინგი თემაზე: "ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საკითხები". ტრენინგის ჩატარება მიზნა..

2018-10-29

ზღვაიას მოსახლეობას სამართლებრივი კონსულტაცია გაეწია

2018 წლის 19 სექტემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს-ზუგდიდის ბიუროს  უფროსი რომან კეიდია, კონსულტანტი ნინო მინჯია და არასამთავრობო ორგანიზაცია ‘სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ირაკლი ავალიანი წალენჯიხის მ..

2018-10-29

უზენაესმა სასამართლომ გიორგი მდინარაძის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო

2018 წლის 26 ოქტომბერს უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატის გიორგი მდინარაძის საქმეზე.   2015 წლის 8 ნოემბერს,  სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატს, პროფესიული მო..

2018-10-27

ნინოწმინდაში გაიმართა შეხვედრა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე

იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე–ჯავახეთის ბიუროს ადვოკატმა დავით თელიაშვილმა და ახალქალაქის იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა ვასილ ბალახაძემ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებთან და ადგილობრივ მოსახ..

2018-10-22

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მცხეთა–მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს სამოქმედო ტერიტორის მოიცავს  როგორც მცხეთის, ასევე, ახალგორის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებს. რეგიონის ცენტრისგან მოშორებით მცხოვრებ მოსახლეობას არ აქვს საშუალება ხშირად მიაკით..

2018-10-19

წყალტუბოში მიმდინარეობს ტრენინგი არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების საკითხებზე

იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებრივი ადვოკატებისთვის წყალტუბოში მიმიდინარეობს სამდღიანი ტრენინგი თემაზე "არანებაყოფლობითი ფსიქიატრული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსება". ტრენინგი მიზნად ისახავს აღნიშნულ საკითხებზე ადვო..

2018-10-18

ჰოლანდიელი ექსპერტი საზოგადოებრივი ადვოკატის დატვირთვის შესწავლის მიზნით საქართველოში იმყოფება.

18.10.2018 იურიდიული დახმარების სამსახურს რამდენიმედღიანი ვიზიტით ეწვია ექსპერტი ნიდერლანდების სამეფოდან, ნიდერლანდების იურიდიული დახმარების საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე  პეტერ ვან დენ ბიგელაარი. ვიზიტის მიზანია იურიდიული დახმარების სამსახურის ბიურ..

2018-10-18

ბათუმში ევროპის დღე აღნიშნეს

13.10.2018 ბათუმში "ევროპის დღე" აღინიშნა. აჭარის იურიდიული დახმარების ბიურო ანბანის კოშკთან გამართულ ექსპოზიციაზე სპეციალური სტენდით იყო წარმოდგენილი. ბიუროს თანამშრომლები აქტიურად აწვდიდნენ ინფორმაციას ექსპოზიციასთან მოსულ სტუმრებსა და მე..

2018-10-16

საზოგადოებრივი ადვოკატები და კონსულტანტები ესწრებიან ტრენინგს დანაშაულის პროვოცირების აკრძალვის შესახებ

16.10.2018  იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროების ადვოკატები და კონსულტანტები  აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის – PROLoG-ის მიერ ორგანიზენბულ ტრენინგს ესწრებიან. მონაწილეებს მიესალმა იურიდიული დახმარების ს..

2018-10-16