Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ლაგოდეხში "ევროპის დღეები" აღინიშნა –16.06,2018

16 ივნისს, ლაგოდეხში "ევროპის დღეები" აღნიშნა. უკვე რამდენიმე წელია, რაც ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად, იურიდიული დახმარების სამსახურის დონორი ორგანიზაციაა, წარმატებით აღნიშნავს ევ..

2018-06-18

თეკლათისა და ნოსირის მოსახლეობა მიწის რეფორმის საკითხებს გაეცნო

8 ივნისს, სამეგრელოს–ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა ნათია ბოჯგუამ, ასევე ადვოკატებმა მაია დარასელიამ და დავით გოგუამ საინფორმაციო შეხვედრები გამართეს სენაკის რაიონის  სოფლებში – თეკლათსა და ნოსირში.  იურისტებმა მოს..

2018-06-13

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი მადრიდში, გენდერული თანასწორობის საკითხებზე გამართულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი მელიტონ ბენიძე, გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხვა წევრებთან ერთად, დაესწრო ესპანეთის დადაქალაქ მადრიდში, 27 მაისიდან 2 ივნისამდე განხორციელებულ შეხვედრას  ოჯახში და ..

2018-06-12

ქუთაისელმა სტუდენტებმა იმიტირებულ სასამართლო პროცესში მიიღეს მონაწილეობა

(9.06.2018) იმერეთის-ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს სისხლის სამართლის კლინიკის სტუდენტების მონაწილეობით ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ორი იმიტირებული პროცესი გაიმართა. კლინიკის სტაჟიორები, რომლებიც ძირითადად, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსი..

2018-06-11

იურიდიული დახმარების სამსახურს ყაზახეთის დელეგაცია ეწვია

დღეს, 6 ივნისს იურიდიული დახმარების სამსახურს ეწვია ყაზახეთის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ყაზახეთში მოქმედი ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული ფირმების და ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.საქართველ..

2018-06-10

იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები საერთაშორისო კონფერენციას დაესწრნენ

15 მაისს, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გაეროს ბავშვთა ფონდის  (UNICEF) ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენციას თემაზე „სახელმძღვანელო პრინციპები ბავშვზე მორგებული იურიდიული დახმარების გაწევის შესახებ“.  კონფერენციას ესწრე..

2018-06-07

სოფელ ერედას მოსწავლეები ადვოკატებს შეხვდნენ

6  ივნისს  მცხეთა-მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები ირინა ბარბაქაძე და სოფია ჯოლოხავა სოფელ ერედას საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.  გასვლითი კონსულტაციის მიზანი იყო მოსწავლეებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებ..

2018-06-07

"ევროპის დღე" ქუთაისშიც აღინიშნა - 3.06.2018

3 ივნისს ქუთაისში  "ევროპის დღე" აღინიშნა. იმერეთის–ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიურო ქალაქის ცენტრალურ ბულვარში გამართულ ექსპოზიციაზე სპეციალური სტენდით იყო წარმოდგენილი. ბიუროს თანამშრომლები  აქტიურად აწვდიდნენ ინფორმაცი..

2018-06-05

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სოფელ ზემო ხვედურეთში აღინიშნა

1 ივნისი, როგორც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, დადგენილია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ და 1950 წლიდან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. ამ  დღეს დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობით თითოეული სახელმწიფო ხაზს უსვამს მზადყოფნას უზრუნველყ..

2018-06-05

აბაშელი მოსწავლეები „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების“ საკითხებს გაეცნენ

31 მაისს სამეგრელოს-ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები ზაზა კვირკველია   და კობა გაბელიას ქალაქ აბაშის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. შეხვედრა მიზნად ისახავდა არასწლულწლოვანებისა და სკოლის პედაგოგებისთვის  ინფ..

2018-06-04