Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ზუგდიდში მცხოვრებმა დევნილებმა ქალთა უფლებებზე იმსჯელეს.

2018 წლის 18 დეკემბერს ქ.ზუგდიდის ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს დევნილთა კომპაქტური დასახლებაში შედგა იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს-ზუგდიდის ბიუროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია ‘სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის“ ერთობლივი ..

2018-12-20

ქუთაისში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა შედგა

2018 წლის 19 დეკემბერს იმერეთის-ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები მაია ხვადაგიანი და სოფიო ყუბანეიშვილი ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე დევნილთა ახალ დასახლებაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ. დევნილებს წარ..

2018-12-20

ჰუალინგის დასახლების დევნილები გენდერის საკითხებს გაეცნენ

2018 წლის 13 დეკემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის   ბიუროს თანამშრომლებმა  ცირა ჯგერენაიამ, ლალი ეუაშვილმა და გიორგი შერმადინმა შეხვედრა გამართეს ქ. თბილისში, თბილისის ზღვის დასახლებაში მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მ..

2018-12-17

ადვოკატთა დატვირთულობის საკითხებზე ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია შედგა

2018 წლის 15-16 დეკემბერს,  ადვოკატების საქმეთა დატვირთულობის საკითხებზე შედგა შეხვედრა  სასტუმრო „წყალტუბო პლაზაში“ იურიდიული დახმარების ბიუროების  ხელმძღვანელებთან და მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებთან. შეხვედრას &..

2018-12-17

დასავლეთ საქართველოს საზოგადოებრივი ადვოკატები და კონსულტანტები დაესწრნენ ტრენინგს მედიაციის საკითხებზე

15-16 დეკემბერი, 2018, წყალტუბო, სასტუმრო „წყალტუბო პლაზა“ში იურიდიული დახმარების სამსახურის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ბიუროების  ადვოკატებისა და საკონსულტაციო ცენტრების კონულტანტებისთვის ჩატარდა ტრენინგი  თე..

2018-12-17

ზესტაფონში მცხოვრები დევნილები ქალთა უფლებებს გაეცნენ

2018 წლის 13 დეკემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ზესტაფონის ბიუროს თანამშრომლებმა – ელისო ბოგვერაძემ (სპეციალიზებული ადვოკატი), თეა ჯანგიანმა და ნანა ლუტიძემ შეხვედრა გამართეს ქ. ზესტაფონში რუსთაველის ქუჩაზე დევნილთა კომპაქ..

2018-12-14

რუსთავში მცხოვრები დევნილები გენდერული თანასწორობის საკითხებს გაეცნენ

(13.12.2018) ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში, ქალაქ რუს..

2018-12-13

გორის უნივერსიტეტში გენდერის საკითხებზე იმსჯელეს

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, 2018 წლის 13 დეკემბერს, შიდა ქართლის ირუიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები გორის სახელმწ..

2018-12-13

მიმდინარეობს ტრენინგი საზოგადოებრივი ადვოკატებისა და კონსულტანტებისთვის

2018 წლის 12-13 დეკემბერს,  ბორჯომში, სასტუმრო „ქროუნ პლაზაში“ იურდიული დახმარების სამსახურის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ბიუროების ადვოკატებისა და კონსულტანტებისათვის მიმდინარეობს ტრენინგი. ♦ თემა: „..

2018-12-12

ქალთა პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრა შედგა

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე გლობალური კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ემოციურად დატვირთული აღმოჩნდა  შეხვედრა თბილისის # 5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელიც 2018 წლის..

2018-12-11