Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

იმერეთის-ქუთისის ბიურომ მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ქუთაისის ბიუროს თანამშრომლებმა ხვიჩა თავაძემ და ..

2018-12-26

კარალეთში მცხოვრები დევნილები ქალთა უფლებებს გაეცნენ

2018 წლის 19 დეკემბერს შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ქ. გორში, ე.წ. ვერხვების დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებთან, სადაც საუბარი იყო ქალთა უფლებებზე და  ქალთა მიმართ ძალადობ..

2018-12-26

იურისტებმა დოკუმენტირებისა და მოქალაქეობის არმქონეობის საკითხებზე იმსჯელეს

სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ შედგა სამუშაო შეხვედრა/ტრენინგი იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტებსა და ექსპერტებს შორის შეხვედრის თემა: „დოკუმენტირებისა და მოქალაქეობის არმქონეობის საკითხები“ იურიდიული დახმარების სა..

2018-12-25

ბათუმში მცხოვრები დევნილები ქალთა უფლებებს გაეცნენ

იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს წარმომადგენლები - კონსულტანტი ნინო შარაშიძე და ადვოკატი გვანცა თურმანიძე, 2018 წლის 21 დეკემბერს, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში“,   დევნილთა კავშირის “ერთობა თანადგომისათვის&ldq..

2018-12-24

საზოგადოებრივი ადვოკატები ფოთში მცხოვრებ დევნილებს ეწვივნენ

მიმდინარე წლის 21 დეკემბერს სამეგრელოს–ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროსა   და არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი „სოხუმი“–ს  მიერ განხორციელდა ერთობლივი გასვლითი კონსულტაცია ქალაქ ფოთში დევნილთა კომპაქტუ..

2018-12-24

საზოგადოებრივი ადვოკატები წეროვანში დევნილებს ესტუმრნენ

2018 წლის 20 დეკემბერს მცხეთა–მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები წეროვნის დევნილთა დასახლება ეწვიენ. ღონისძიება ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართ..

2018-12-24

საზოგადოებრივი ადვოკატები სოფელ შერთულს ეწვივნენ

2018 წლის 19 დეკემბერს შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები  გორის მუნიციპალიტეტსის სოფელ შერთულის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა იყო  ოჯახში და ქალთ მიმართ ძალადობის საკითხები. აღნიშნული შეხვედრა ძალადობი..

2018-12-24

რუსთავში მცხოვრებ დევნილ ქალებს მათი უფლებები გააცნეს

ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს სპეციალიზებული ადვოკატები 2018 წლის 20 დეკემბერს, რუსთავში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ქალებსა და გოგონებს შეხვდნენ. იურისტებმა მათ მიაწოდეს ინფორმაცია კონფლიქტის დროს სექსუალური ძალადობის და გენდერული ნი..

2018-12-21

გორში, ვერხვების დასახლების დევნილები გენდერის საკითხებს გაეცნენ

2018 წლის 19 დეკემბერს შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ქ. გორში, ე.წ. ვერხვების დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებთან, სადაც საუბარი იყო ქალთა უფლებებზე და  ქალთა მიმართ ძალადობ..

2018-12-21

თელავში ჩასახლებული დევნილები ქალთა უფლებებს გაეცნენ

2018 წლის 19 დეკემბერს კახეთის-თელავის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები მერი ხაჩიძე და ალექსი ტუსნიაშვილი ქალაქ თელავში, სოხუმის ქუჩაზე მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს ესტუმრნენ. შეხვედრა გაიმართა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე..

2018-12-21