Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ახალციხეში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა

2019 წლის 1 თებერვალს, სამცხე-ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ორგანიზებით, პროექტ „იურიდიული კლინიკის“ ფარგლებში, ახალციხის რაიონული სასამართლოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი. საქმეს განიხილავდნენ ბიუროს ს..

2019-02-05

გორში სტუდენტებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩაატარეს

2019 წლის 19 იანვარს, „იურიდიული კლინიკის“ სამთვიანი კურსის დასასრულს, შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროში სტაჟირებაზე მყოფმა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, გორის რაიონულ სასამართლოში გამართეს იმიტირებული &nbsp..

2019-01-24

ადვოკატი ფატმან არზიკიანი იურიდიული დახმარების საბჭოს წევრი გახდა

23 იანვარს (2019) ჩატარდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროების წარმომადგენლის არჩევნები იურიდიული დახმარების საბჭოში. არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობდნენ სამსახურის ბიუროების მიერ შერჩეული საზოგადოებრივი ადვოკატებ..

2019-01-23

ფოთის „ახალი რაიონის“ დევნილთა დასახლებას საზოგადოებრივი ადვოკატები ესტუმრნენ

2018 წლის 28 დეკემბერს სამეგრელოს-ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები ქეთევან გვაზავა და სალომე ჯანჯღავა  ფოთში, ,,ახალ რაიონში“ მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს ესტუმრნენ...

2018-12-28

ახალციხეში მცხოვრები დევნილები ქალთა უფლებებს გაეცნენ

2018 წლის 28 დეკემბერს, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები დავით ზარიძ..

2018-12-28

წილკნის დევნილთა დასახლებას საზოგადოებრივი ადვოკატები ესტუმრნენ

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, მცხეთა–მთიანეთის იურიდიული დახმარების უფროსმა ალუდა ბუჩუკურმა და ადვოკატმა ირმა ჯიმშიაშვ..

2018-12-27

ზესტაფონში მცხოვრებ დევნილებს საზოგადოებრივი ადვოკატი ეწვია

2018 წლის 26 დეკემბერს იმერეთის-ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიუროს სპეციალიზებული ადვოკატი ელისო ბოგვერაძე, ზესტაფონში, მაღლაკელიძის ქუჩაზე არსებულ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებას ეწვია. შეხვედრა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროებ..

2018-12-26

კოდაში, დევნილთა დასახლებაში მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა

2018 წლის 26 დეკემბერს ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს სპეციალიზებული ადვოკატი სოფიო ჩირგაძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელს კოდაში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებას ესტუმრა. დევნილებთან შეხვედრა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უ..

2018-12-26

ზუგდიდში საზოგადოებრივი ადვოკატები დევნილებს შეხვდნენ

იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს-ზუგდიდის ბიუროს უფროსი რომან კეიდია, ადვოკატი როზეტა ზარქუა და კონულტანტი ნინო მინჯია, სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის წარმომადგენლებთნ ერთად, ქალაქ ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე არსებულ დევნილთა კომპაქტურ დასახ..

2018-12-26

ვაშლიჯვარში მცხოვრებმა დევნილებმა სამართლებრივი კონსულტაცია მიიღეს

2018 წლის 25 დეკემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის  ბიუროს თანამშრომლებმა  ცირა ჯგერენაიამ და ლალი ეუაშვილმა შეხვედრა გამართეს ქ. თბილისში,  ვაშლიჯვრის დასახლებაში   მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ იძუ..

2018-12-26