Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

სამსახურის რეგიონულ ბიუროებში შეხვედრები მიმდინარეობს

მიმდინარე წლის მარტის თვეში იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი იურიდიული დახმარების  რეგიონულ ბიუროებში შეხვედრებს მართავს. იგი უკვე ესტუმრა თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის-თელავისა და კა..

2019-03-11

თბილისის ბიუროს სტაჟიორებს სერტიფიკატები გადაეცათ

7 მარტს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე ირაკლი შონიამ და თბილისის იურიდიული დახმარებისბიუროს უფროსმა სულხან კომახიძემ სტაჟირების წარმატებით დასრულების აღსანიშნავად სერტიფიკატები გადასცეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნი..

2019-03-11

საკონსულტაციო ცენტრების ხელმძღვანელებთან გაცნობითი შეხვედრა შედგა

7.03.2019 იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი საკონსულტაციო ცეტრების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრას ძირითადად გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. ახლადარჩეულმა დირექტორმა თითოეული კონსულტანტისაგან მიიღო ინფორმაცია მათი მუშაობის სპეციფ..

2019-03-11

ქვემო ჭალის სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ქალთა უფლებებს გაეცნენ

6 მარტს (2019) კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და უფროსკლასელებთან გაიმართა შეხვედრა, რომელშიც შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ლელა ღამბარაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სა..

2019-03-11

დონორი ორგანიზაციების წარმომადგენელთა ვიზიტი

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რეჟდენ კუპრაშვილი დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი მიზანი ახალი დირექტორის გაცნობა და შემდგომი თანამშრომლობის გეგმების განხილვა იყო. აღსანიშნავია, რომ იურიდიული დახმარების სამსა..

2019-03-06

მაღალმთიან აჭარას საზოგადოებრივი ადვოკატები ესტუმრნენ

2019 წლის 2 მარტს იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს კონსულტანტი ნინო შარაშიძე და ადვოკატი დავით კეკელიძე ხულოს რაიონის სოფელ დანისპარაულისა და გოდერძის უღელტეხილზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ.  იურისტებმა ადგილობრივებს გააცნეს ი..

2019-03-04

სსიპ იურიდული დახმარების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი აირჩიეს

2019 წლის 18 თებერვალს იურიდიული დახმარების საბჭო შეხვდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორობის კანდიდატებს.  სამსახურის ამჟამინდელი დირექტორი მელიტონ ბენიძე ორგანიზაციის ხელმძღვანელობის  ხუთწლიან პერიოდს ასრულებს. აღნიშნული ს..

2019-02-19

ბათუმელი მოსწავლეები აქტუალურ სამართლებრივ საკითხებს გაეცნენ

2019 წლის 12 თებერვალს, იურიდიული დახმარების სამსახურსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტმა ნინო შარაშიძემ, ადვოკატებმა ნატო ირემაძემ და დავით კეკელიძემ &..

2019-02-13

ბათუმში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა

მიმდინარე წლის 4 თებერვალს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროსთან არსებული „სისხლის სამართლის კლინიკის“ სტაჟიორების მონაწილეობით.   ღ..

2019-02-11

სოფელ ვაქირის მოსახლეობა სამსახურის სერვისებს გაეცნო

 2019 წლის 6 თებერვალს, კახეთის-სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტი გიორგი ევსტაფიშვილი და ადვოკატი ბექა ჯავახიშვილი და სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირის ადგილობრივი თვითმართველობის წევრებსა და სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ. იურისტებმ..

2019-02-07