Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ახალციხის ბიუროში შეხევდრა შედგა

26.03.2019 ქალაქ ახალციხეში, იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს ოფისში გაიმართა იურიდული დახმარების სამსახურის დირექტორის, რაჟდენ კუპრაშვილის შეხვედრა ბიუროს თანამშრომლებთან. : შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. სამსახურის დ..

2019-03-26

სოფელ გოგნის მოსახლეობა იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებს გაეცნო

2019 წლის 21 მარტს იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლებმა ელისო ბოგვერაძემ, თეა ჯანგიანმა და ნანა ლუტიძემ გასვლითი შეხვედრა გამართეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნში. მოსახლეობას მიეწ..

2019-03-22

მარნეულში გენდერული თანასწორობის საკითხებზე იმსჯელეს

2019 წლის 20 მარტს იურიდიული დახმარების სამსახურის მარნეულის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი ლალი ალუდაური მონაწილეობდა მარნეულის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში, რომლის თემა იყო „სახელმწიფო ..

2019-03-21

იუსტიციის სამინისტროში იურიდიული დახმარების სამსახურის სტრატეგიას გაეცნენ

2019 წლის 21 მარტს იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო უწყების წარმომადგენლები სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2019-2020 წლების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას გაეცნენ. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდ..

2019-03-21

იურიდიული დახმარების საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

2019 წლის 18 მარტს იურიდიული დახმარების საბჭოს სხდომა ჩატარდა. საბჭოს წევრები ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხს განიხილავდნენ.  კანონმდებლობის თანახმად, იურიდიული დახმარების საბჭო საკუთრი შემადგენლობიდან ერთი წლის ვადით ირჩევს საბჭოს თავმჯდო..

2019-03-19

ოძისის მოსახლეობა ქალთა უფლებებს გაეცნო

2019 წლის 12 მარტს იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა–მთიანეთის  ბიუროს უფროსმა ალუდა ბუჩუკურმა, ადვოკატმა ირმა ჯიმშიაშვილმა და კონსულტანტმა ირინე ბარბაქაძემ  შეხვედრა გამართეს დუშეთის რაიონის სოფელ ოძისის მოსახლეობასთან.  შე..

2019-03-15

შეხვედრა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საქმეებზე იურიდიული დახმარების სამსახურის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმთან დაკავშირებით

15-16 მარტს (2019) ბორჯომში, ევროკავშირის და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდეჭერით მიმდინარეობს შემაჯამებელი შეხვედრა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საქმეებზე იურიდიული დახმარების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმთან დაკავშირებით. იურიდიული დახმარების ..

2019-03-15

ბათუმში პედაგოგები ქალთა უფლებებს გაეცნენ

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიურომ  2019 წლის 7 მარტს განახორციელა გასვლითი შეხვედრა საბავშვო ბაღის „ქინდერლენდი“–ს აღმზრდელ ქალებთან. საკონსულტაციო ჯგუფს წარმოადგენდა ბიუროს ..

2019-03-13

თბილისის ბიუროს ადვოკატები სისხლის დონაციის აქციაში მონაწილეობდნენ

7.03.2019 - თბილისის იურიდილი დახმარების ბიუროში სისხლის დონაციის მორიგი აქცია ჩატარდა.  შპს "სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური", რომელიც  საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სისხლის ბანკია,  სისხლის ჩასაბარებლად პერიოდულად ..

2019-03-12

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რეგიონული ბიუროების უფროსებს შეხვდა

27 თებერვალს, იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციულ ოფისში, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილმა გაცნობითი სახის შეხვედრაზე მოიწვია იურიდიული დახმარების ბიუროების უფროსები. თორმეტივე ბიუროს ხელმძღვანელმა ისაუბრა ისეთ ..

2019-03-12