Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

1 აპრილიდან მხარდაჭერის მიმღებთათვის ახალი გარდამავალი ეტაპი იწყება

დღეს, 2019 წლის 1 აპრილს მთავრდება გარდამავალი პერიოდი, რომლის მიხედვითაც სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებული იყო 2 წლის განმავლობაში მიემართა სასამართლოსთვის, რათა მომხდარიყო ფსიქო-სარეაბილიტაციო კლინიკებში მყოფი პაციენტების ინდივიდუალური შეფა..

2019-04-01

იურიდიული დახმარების სამსახური ახალ პროექტს იწყებს

დღეს, იურიდიული დახმარების სამსახურში, აშშ-ს კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის ProLog-ისმხარდაჭერით,  შედგა სამუშაო შეხვედრა სამსახურის სასწავლო ცენტრის კონცეფციის შემუშავებასთან დაკავშირებით. მასში მონაწილეობდნენ ადვოკატთა ასოციაციის ..

2019-03-29

ბოსლევის სკოლის მოსწავლეები არასრულწლოვანთა უფლებებს გაეცნენ

2019 წლის 28 მარტს  იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ზესტაფონის ბიუროს ადვოკატებმა – ნათია ცერცვაძემ და ფატმან არზიკიანმა შეხვედრა გამართეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლევის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. შეხვედრის თ..

2019-03-29

სამსახურის დირექტორი ზუგდიდის ბიუროს ესტუმრა

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი სამეგრელოს-ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს ესტუმრა და თანამშრომელთა სამუშაო პირობებს გაეცნო. სამსახურის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები, გამოწვევები..

2019-03-28

ფოთის ბიუროში შეხვედრა შედგა

დღეს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სამეგრელოს-ფოთის იურიდიული დახმარების ბიურო მოინახულეს. მათ დაათვალიერეს ფოთის ბიუროს ახალი ოფისი, რომელიც რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს გორგასლის ქ..

2019-03-27

ბოდბისხევის სკოლის მოსწავლეები თავიანთ უფლებებს გაეცნენ

2019 წლის 27 მარტს შეხვედრა კახეთის-სიღნაღის იურიდიული დაქხმარების ბიუროს ადვოკატები არჩილ ტუხაშვილი, ბექა ჯავახიშვილი და კონსულტანტი გიორგი ევსტაფიშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის საჯარო სკოლის მე-9–10 კლასის მოსწავლეებს შეხვდნ..

2019-03-27

ქალთა კოლონიას საზოგადოებრივი ადვოკატები ესტუმრნენ

იურიდიული დახმარების სამსახური, სხვა სამთვრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, აქტიურად  ჩართულია  სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში, რომელიც გენდერული თანასწორობის,  ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის წინააღმდე..

2019-03-27

ფოთელი მოსწავლეები არასრულწლოვანთა ულებებს გაეცნენ

სამეგრელოს-ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები: ზაზა კვირკველია, დავით გოგუა და მაია დარასელია  ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.   შეხვედრა მიზნად ისახავდა ინფორმაციის მიწოდებას სამსახურის საქმიანობის შ..

2019-03-26

ქუთაისის ბიუროში სამსახურის გეგმებზე იმსჯელეს

რეგიონულ ბიუროებთან შეხვედრები გრძელდება იმერეთის-ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს ოფისში, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი ბიუროა.  იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა ქუთაისის ბიუროს ოფისი დაათვალიერა და თანამშრომლებს ..

2019-03-26

იმერეთის-ზესტაფონის ბიურო სამსახურის დირექტორმა მოინახულა

დღეს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები იმერეთის-ზესტაფონის ბიუროს თანამშრომლებს შეხვდნენ და მათი მუშაობის პირობებს გაეცნენ. ბიუროს ოფისი ერთ-ერთი უძველესია და მნიშვნელოვანი გამოცდილ..

2019-03-26