Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

სოფელ ლიას მოსწავლეები თავიანთ უფლებებს გაეცნენ

იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს-ზუგდიდის ბიუროს უფროსი რომან კეიდია, ადვოკატი ზვიად ქობალავა და სპეციალისტი ფატიმა შედანია,  2019 წლის 17 აპრილს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, სოფ. ლიას საჯარო სკოლის  მოსწავლეებსა და პედაგოგებს&nbsp..

2019-04-18

სამსახურის დირექტორი რეესტრის ადვოკატებს შეხვდა

დღეს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის ადვოკატებს შეხვდა. შეხედრას ძირითდად გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. რაჟდენ კუპრაშვილმა ადვოკატებს  გააცნო სამომავლო გეგმები, რომელიც რე..

2019-04-18

მომავალი იურისტები სამსახურში დასაქმების პირობებს გაეცნენ

2019 წლის 17 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის დასაქმების ფორუმში მონაწილეობდა.  დაინტერსესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ გასაუბრებოდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილეს ირაკლი შონია..

2019-04-17

საერთაშორისო ექსპერტებმა შეფასების სისტემაზე იმსჯელეს

2019 წლის 11 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მრჩევლები ნინო მელაძე და სულხან გველესიანი მონაწილეობდნენ Skype-კონფერენციაში საერთაშორისო სამართლის ფონდის (The International Legal Foundation), ნიუ იორკის ოფისის აღმასრულებელ დირექტორთ..

2019-04-12

ფოთში ადამიანის უფლებების შესახებ იმსჯელეს

10 აპრილს (2019) სამეგრელოს-ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი მაია დარასელია მონაწილეობდა არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი „სოხუმი“–ს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში, ფოთის N3 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში. შეხვედრაში ასე..

2019-04-11

საღვინეს მოსახლეობა იურიდიული დახმარების სერვისებს გაეცნო

2019 წლის 4 აპრილს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ზესტაფონის ბიუროს იურისტებმა – თეა ჯანგიანმა, ელისო ბოგვერაძემ და ნანა ლუტიძემ შეხვედრა გამართეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი საღვინეს მოსახლეობასთან საღვინის ადმინისტრ..

2019-04-11

9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა 9 აპრილის ტრაგედიის ადგილი მოინახულეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 30 წლის წინ მომხდარი ტრაგედია ერთ-ერთი უმნიშვნე..

2019-04-09

საბჭოს წევრები შეფასების კრიტერიუმებზე მსჯელობას განაგრძობენ

იურიდიული დახმარების  საბჭოს წევრები შ და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი განიხილავენ უახლოეს მომავალში სამსახურში გასახორციელებლ რეფორმებს; ასევე, გრძელდება მსჯელობა „გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის შეფას..

2019-04-05

ბაზალეთში მცხოვრები დევნილები უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისებს გაეცნენ

2019 წლის 5 აპრილს მცხეთა-მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები ნათია ბერძენიშვილი და ქეთევან თალაკვაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ბაზალეთის სანატორიუმში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდნენ. შეხვედრა ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაე..

2019-04-05

ანაგის სკოლის მოსწავლეები ბავშვთა უფლებებს გაეცნენ

2019 წლის 28 მარტს, კახეთის-სიღნაღის იურიდიული  დახმარების ბიუროს ადვოკატები არჩილ ტუხაშვილი და ბექა ჯავახიშვილი, კონსულტანტი გიორგი ევსტაფიშვილი სიღნაღის რაიონის, სოფელ ანაგის  საჯარო სკოლის მე- 9, მე–10 და მე–11 კლასის მოსწავლ..

2019-04-02