Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

შიდა ქართლში ჩასახლებულ დევნილებს იურისტებმა კონსულტაცია გაუწიეს

შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიურომ ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების რეზოლუციების განხორციელების 2018–2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში 2019 წლის 17 ოქტომბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრი..

2019-11-01

ფოთელი მოსწავლეები სამართლებრივ საკითხებს გაეცნენ

მოზარდების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამეგრელოს- ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები სალომე ჯანჯღავა  და მაგდა სიორდია ქალაქ ფოთის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.  არასრულწლოვნებთან შეხვედრისას აქტუ..

2019-10-31

იურისტები კონდოლის სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

დღეს, 30 ოქტომბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის–თელავის  ბიუროს ადვოკატებმა ალექსი ტუსნიაშვილმა და თამარ ბაწელაშვილმა, კონსულტანტმა მერი ხაჩიძემ შეხვედრა გამართეს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის საჯარო სკოლის უფროსკ..

2019-10-30

ძველი ანაგის სკოლაში შეხვედრა გაიმართა

2019 წლის 29 ოქტომბერს  იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის–სიღნაღის ბიუროს ადვოკატმა ბექა ჯავახიშვილმა შეხვედრა  ჩაატარა სიღნაღის რაიონის სოფელ ძველი ანაგის   საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.   მოსწავლეებს წარედგინათ..

2019-10-30

სამსახურის წარმომადგენლები პროგრამის პრეზენტაციას დაესწრნენ

დღეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი და დირექტორის მოადგილე სულხან გველესიანი, საქართველოს მთავრობისა და ევროკავშრის წარმომადგნელობის მიწვევით, პროგრამა „განათლება დასაქმებისთვის” (Skills4Jobs) მეორე ფაზის ოფიც..

2019-10-29

ქუთაისში მიმდინარეობს ტრენინგი საოჯახო სამართლის საკითხებზე

დღეს, 29 ოქტომბერს, იმერეთის-ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-PROLoG მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებისთვის მიმდინარეობს ტრენინგი  თემაზე: საოჯ..

2019-10-29

ბორჯომში თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებზე მსჯელობენ

29-30 ოქტომბერს , ბორჯომში, გაეროს ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატის(UNHCR) მხარდაჭერით,  მიმდინარეობს ტრენინგი ლტოლვითა და თავშესაფრის მაძიებელთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამართლებრივი დახმარების საკითხებზე. ტრენინგს ესწრებიან იურიდიული ..

2019-10-29

იურიდიული დახმარების სამსახურს USAID -ს წარმომადგენლები ესტუმრნენ

დღეს, 27 ოქტომბერს, იურიდიული დახმარების სამსახურს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ვაშინგტონის ოფისის წარმომადგენელი, მმართველი კანონის უზენაესობის საკითხებში ენდრიუ სოლომონი და USAID-კავკასიის დემოკრატიისა და..

2019-10-28

მიმდინარეობს ტრენინგი რელიგიური თავისუფლების შესახებ

დღეს, 25 ოქტომბერს, თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-PROLoG მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებისთვის მიმდინარეობს ტრენინგი  თემაზე: „რელიგი..

2019-10-25

„გამყოფი ხაზის მიმდებარე“ სოფლის - შამგონას მოსახლეობა იურისტებს შეხვდა

იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს-ზუგდიდის ბიუროს უფროსმა რომან კეიდიამ, კონსულტანტმა ნინო მინჯიამ და ადვოკატმა თემურ თოლორაიამ  გასვლითი კონსულტაცია ჩაატარეს ზუგდიდის მუნიციპალტეტის სოფ. შამგონას ადმინისტრაციულ  ერთეულში. შეხვედრა..

2019-10-24