Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ხანდაზმულთა პანსიონატებს საჭირო პროდუქტები გადაეცა

დღეს, 16 მარტს ხანდაზმულთა პანსიონატებს „ბასილიადა“ და „ჩემი ოჯახი“, ესტუმრნენ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი და რამდენიმე თანამშრომელი. როგორც ცნობილია, მოხუცები კორონავირუსის გავრცელების საფრთხის..

2020-03-16

საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეების საყურადღებოდ!

საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ემიგრანტებსა და ჩვენ თანამემამულეებს, რომლებიც კორონავირუსით (COVID_19) გამოწვეული მდგომარეობიდან გამომდინარე, ევროპის სხვადასხვა ქალაქებში იმყოფებიან, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური გაუწევს უფასო სამართლებრივ კონსულტაც..

2020-03-16

რეკომენდაციები სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებისათვის კორონავირუსის (COVID_19)გავრცელების პრევენციის მიზნით

იურიდიული დახმარების სამსახური ემსახურება ადამიანის უფლებების დაცვას. დღეს, საზოგადოების თითოეული წევრისა და სამსახურისთანამშრომლების მხრიდან, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენა წარმოადგენს ადამიანის უფლებების  - სიცოცხლისა და ჯანმრთელ..

2020-03-16

ახალციხელმა ქალებმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხზე ინფორმაცია მიიღეს

2020 წლის 27 თებერვალს იურიდიული დახმარების სამსახურის ახალციხის ბიუროს ადვოკატი დავით თელიაშვილი ქ.ახალციხეში, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიულობის ჩართულობის ცენტრში“ შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას. შეხვედრის თემა იყო „ოჯახში..

2020-03-02

ამერიკელმა ადვოკატებმა ნაფიც მსაჯულთა უნარების შესახებ ისაუბრეს

დღეს, 27 თებერვალს, იურიდიული დახმარების სამსახურს ესტუმრნენ  ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციიის წარმომადგენლები, რომლებსაც საქართველოში ჩატარებული აქვთ ტრენინგები ნაფიც მსაჯულთა უნარების შესახებ. შეხვედრაზე იმსჯელეს &nbsp..

2020-02-27

საკონსულტაციო საბჭომ აქტუალური საკითხები განიხილა

დღეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ადვოკატებმა მიიღეს ინფორმაცია უახლოეს მომავალში სამსახურში დაგეგმილი რეფორმების შესახებ, განიხილეს სხვადასხვა აქტუალური საკითხი, გამოთ..

2020-02-26

რეესტრის ადვოკატების სამუშაო პირობები გაუმჯობესდება

26 თებერვალს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი შეხვდა იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებრივი რეესტრის ადვოკატებს. დირექტორმა მათ გააცნო სამსახურის მიმდინარე რეფორმები, განვითარების სტრატეგია, რომელიც რეესტრის ადვო..

2020-02-26

ჭიათურაში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

25 თებერვალს ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ნინოშვილის ქ. 5ა) იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. ჭიათურისა და  მასში შემავალი 60 სოფლის 40 ათასამდე მაცხოვრებლისთვის უფასო სამართლებრივი დახმარება უფრო ხელმისაწვდომი გახდა...

2020-02-26

რაჟდენ კუპრაშვილი თსუ სტუდენტებს შეხვდა

24 თებერვალს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ბატონი რაჟდენ კუპრაშვილი შეხვდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებს, რომელთაც არჩეული აქვთ სამართლის კლინიკის იურიდიული დახმარების სამსახურში გ..

2020-02-24

სამსახურის დირექტორი ბიუროს უფროსებს შეხვდა

დღეს, 21 თებერვალს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, რაჟდენ კუპრაშვილი სამსახურის რეგიონული ბიუროების ხელმძღვანელებს შეხვდა. სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში გამართულ შეხვედრაზე სამსახურის შემდგომ განვითარებაზე ისაუბრეს და მიმდინარე და დაგ..

2020-02-22