Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ახალციხის უნივერსიტეტის სტუდენტებმა სექსულური შევიწროების საკითხებზე იმსჯელეს

2019 წლის 5 დეკემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე–ჯავახეთის ბიუროს  თანამშრომლებმა დავით ზარიძემ და თინათინ დიაკონაშვილმა  ,,ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის  წინააღმდეგ’’, გლობალური კამპანიი..

2019-12-11

ზუგდიდის საკრებულოში შეხვედრა გლობალური კამპანიის ფარგლებში ჩატარდა

იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს-ზუგდიდის ბიუროს წარმომადგენლებმა რომან კეიდიამ და ფატიმა შედანიამ,  2019 წლის 10 დეკემბერს, ზუგდიდის რაიონულ საკრებულოში მონაწილეობა მიიღეს „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“ მიმდ..

2019-12-11

მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრში მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა

თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა 9 დეკემბერს გასვლითი საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს შსს მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრში.  ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული სამთავრობო-სამოქმედო გეგმისა და გლობ..

2019-12-11

ადამიანის უფლებათა დაცვის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა

10 დეკემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ადამიანის უფლებათა ფესტივალი სლოგანით „იცოდე შენი უფლებები“, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის..

2019-12-11

კონფლისქტისპირა ზონის სოფელ ფახულანში მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა

6 დეკემბერს, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული გლობალური კამპანიის ფარგლებში, სამეგრელოს - ზუგდიდის თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი რომან კეიდია და სპეცილისტი ფატიმა შედანია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფ. ფახულანის #2..

2019-12-10

სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტები სექსუალური შევიწროების საკითხებს გაეცნენ

6 დეკემბერს, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული გლობალური კამპანიის ფარგლებში, თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები ლალი ეუაშვილი და ცირა ჯგერენაია იმყოფებოდნენ გასვლით კონსულტაციაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში..

2019-12-10

მარტყოფის თავშესაფრის ბენეფიციარებთან გლობალური კამპანიის შეხვედრა შედგა

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული გლობალური კამპანიის ფარგლებში, თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები მარინე ბარაქაძე, თამარ კაპანაძე და სამსახურის იურისტი თათია სოსელია გასვლით კონსულტაციაზე მარტყოფის ლტოლვილთა თა..

2019-12-10

ოზურგეთში გლობალური კამპანიის ფარგლებში შეხვედრა ჩატარდა

6 დეკემბერს, გურიის-ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროში ოზურგეთში მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, მუნიციპლიტეტის ადმინისტრაციაში დასაქმებული პირები შეიკრიბნენ.  ბიუროს უფროსმა იამზე მემარნიშვილმა და კონსულტანტმა ინგა ყიფია..

2019-12-06

აწყურის სკოლის მოსწავლეები გლობალური კამპანიის საკითხებს გაეცნენ

2019 წლის 4 დეკემბერს, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში კახეთის–თელავის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი ლიანა ჭუნიაშვილი იმყოფებოდა გასვლით კონსულტაციაზე ახმეტის რაიონის სოფელ აწყურის საჯარო სკოლაში, ..

2019-12-05

სადახლოში გლობალური კამპანიის საკითხები განიხილეს

4 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში შედგა შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან. ღონისძიება ორგანიზებული იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ და მასში მონაწილეობდნენ შსს ა..

2019-12-05