Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

მუხრანელ მოსწავლეებს საზოგადოებრივი ადვოკატები შეხვდნენ

2019 წლის 4 დეკემბერს,  მცხეთა-მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატებმა ნათია ბერძენიშვილმა და ქეთევან თალაკვაძემ შეხვედრა გამართეს მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ მუხრანის  #1 საჯარო სკოლაში. შეხვედრა ჩატარდა ქალთა მიმართ და ოჯა..

2019-12-05

აბაშის რესურსცენტრში შეხვედრა გლობალური კამპანიის ფარგლებში ჩატარდა

3 დეკემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 – დღიანი სამთავრობო კამპანიის ფარგლებში, სამეგრელოს–ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა  ნათია ბოჯგუამ და კონსულტანტმა სალომე ჯანჯღავამ გასვლითი კონსულტაცია ჩაატარეს აბაშის საგა..

2019-12-04

წეროვანში მცხოვრები დევნილები გლობალური კამპანიის საკითხებს გაეცნენ

28 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 – დღიანი სამთავრობო კამპანიის ფარგლებში, მცხეთა–მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა ლელა ჭანკოტაძემ და სპეციალისტმა სოფიო ჩიხაშვილმა შეხვედრა გამართეს წეროვანის გამგეობის თანამ..

2019-12-03

ქუთაისელმა სტუდენტებმა სექსუალური შევიწროების საკითხი განიხილეს

2019 წლის 28 ნოემბერს იურიდიული დახმარების სასამხურის იმერეთის-ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი გელა სიორდია შეხვდა ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს. შეხვედრის თემას სექსუალური შევიწროება და მისგან დაცვის სამართლე..

2019-12-03

გლობალური კამპანიის ფარგლებში მთიან აჭარაში შეხვედრა შედგა

ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში  აჭარის იურიდიული დახმარების  ბიუროს იურისტ–კონსულტანტმა ნინო შარაშიძემ და შუახევის საკონსულტაციო ცენტრის იურისტ –კონსულტანტმა ირაკლი ხიმშიაშვილმა ქედი..

2019-12-02

კონფლიქტისპირა სოფელ ხურჩაში შეხვედრა გაიმართა

2019 წლის 29 ნოემბერს, ქალთა მიმართ და ოჯახში ძლადობის წინააღმდეგ მიმართული გლობალური კამპანიის ფარგლებში, სამეგრელოს ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი რომან კეიდია და ადვოკატი ნათია ქვარცხავა შეხვდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ხურჩაში ..

2019-12-02

წნორში, გლობალური კამპანიის ფარგლებში, შეხვედრა შედგა

2019 წლის 29 ნოემბერს კახეთის–სიღნაღის ბიუროს ადვოკატებმა ბექა ჯავახიშვილმა და ნათელა ბიწაძემ ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული გლობალური კამპანიის ფარგლებში შეხვედრა ჩაატარეს სიღნაღისმუნიციპალიტეტის ქ.წნორში მდება..

2019-11-29

ქუთაისში რელიგიის თავისუფლების საკითხებზე მსჯელობენ

დღეს, 29 ნოემბერს, იმერეთის-ქუთაისის ბიუროში იურიდიული დახმარების ბიუროში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-PROLoG მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებისთვის მიმდინარეობს ტრენინგი  ..

2019-11-29

იურიდიული დახმარების სამსახურმა ევროსაბჭოს ექსპერტებს უმასპინძლა

28 ნოემბერს, იურიდიული დახამრების სამსახურმა იურიდიული დახმარების სამსახურმა ევროსაბჭოს ექსპერტებს უმასპინძლა. არმან აზრვანდიანი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მართლმსაჯულების რეფორმირებისა და ეფექტური ფუნქციონირების საკითხებზე მუშაობს და ამ მიზნი..

2019-11-29

სამოქალაქო სამართლის საკითხები მოსამართლეებმა და ადვოკატებმა განიხილეს

2019 წლის 27 ნოემბერს, USAID PRoLOG-ის პროექტის ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისა და კონსულტანტებისთვის ჩატარდა სამუშაო შეხვედრა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის აქტუალურ საკითხებზე. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართვე..

2019-11-28