Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ზუგდიდში დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობა სამართლებრივ საკითხებს გაეცნო

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე გლობალური კამპანიის ფარგლებში, დღეს, 27 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი”-ის ორგანიზებითა და იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს-ზუგდიდის ბიურ..

2019-11-27

სოფელ ურთის სკოლის მოსწავლეებს იურისტები შეხვდნენ

დღეს, 27 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს-ზუგდიდის ბიუროს უფროსი რომან კეიდია და ადვოკატი ზვიად ქობალავა ზუგდიდის მინიციპალიტეტის სოფელ ურთას საჯარო სკოლის უფროსკლასელებს შეხვდნენ.  შეხვედრა შედგა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალად..

2019-11-27

გლობალური კამპანიის ფარგლებში ზესტაფონში შეხვედრა შედგა

დღეს, 27 ნოემბერს, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთი–ზესტაფონის ბიუროს იურისტები ელისო ბოგვერაძე და თეა ჯანგიანი ზესტაფონის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრა შედგა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის..

2019-11-27

იორმუღანლოში შეხვედრა გლობალური კამპანიის ფარგლებში შედგა

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე გლობალური კამპანიის ფარგლებში, დღეს, 25 ნოემბერს, კახეთის–სიღნაღის ბიუროს ადვოკატმა ბექა ჯავახიშვილმა, შერიგების, სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის..

2019-11-25

რაჟდენ კუპრაშვილის განცხადება გლობალურ კამპანიასთან დაკავშირებით

იურიდიული დახმარების სამსახური უერთდება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 2019 წლის გლობალურ კამპანიას, რომლის მთავარი თემაა „სექსუალური შევიწროება“. თანამედროვე მსოფლიოსთვის გამოწვევად რჩება ძალადობასთან და განსაკუთრებ..

2019-11-25

ზუგდიდის უნივერსიტეტთან მემორანდუმი გაფორმდა

შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის უნივერსიტეტის სტუდენტები პრაქტიკულ სასწავლო კურსს იურიდიული დახმარების ზუგდიდის ბიუროში გაივლიან. ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შესაბამის მემორანდუმს ხელი სამსახურის დირექტო..

2019-11-22

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პრაქტიკულ სასწავლო კურსს იურიდიული დახმარების სამსახურში გაივლიან

20 ნოემბერს, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შესაბამის მემორანდუმს ხელი იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორმა, როლანდ კოპალიანმა მოაწერეს.  შეთანხმე..

2019-11-21

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა აბაშაში საკონსულტაციო შეხვედრები გამართა

რაჟდენ კუპრაშვილმა აბაშის მუნიციპალიტეტში რამდენიმე შეხვედრა გამართა. მან მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში შეკრებილ სოფლის რწმუნებულებსა და ადგილობრივებს იურიდიული დახმარების სამსახურის ახალი პროექტები გააცნო და კიდევ ერთხელ ისაუბრა სამს..

2019-11-21

იურიდიული დახმარების საბჭომ აქტუალურ საკითხებზე იმსჯელა

18 ნოემბერს იურიდიული დახმარების საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს  „გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესისა და კრიტერიუმების“ განახლებულ ვარიანტზე, დებულებაში ცვლილებების შეტანაზე და სხვა მნიშვნელოვ..

2019-11-19

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა ცაგერში საკონსულტაციო შეხვედრები გამართა

რაჟდენ კუპრაშვილი ლეჩხუმს ეწვია და მოსახლეობასთან რამდენიმე შეხვედრა გამართა. მან მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში შეკრებილ სოფლის რწმუნებულებსა და ადგილობრივებს იურიდიული დახმარების სამსახურის ახალი პროექტები გააცნო და კიდევ ერთხელ ისაუბრა სამსახურის ს..

2019-11-19