Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ქუთაისის ბიუროს უფროსი კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა

იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს უფროსი გელა სიორდია მოხსენებით გამოვიდა 20-21 თებერვალს მიმდინარე კონფერენციაზე, რომელიც ევროკავშირის მართლმსაჯულების პროგრამის ინიციატივითა და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით გაიმართა სისხლის სამა..

2020-02-22

ბიუროების უფროსებმა სამსახურის სტრატეგიული გეგმები განიხილეს

21 თებერვალს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, რაჟდენ კუპრაშვილი სამსახურის რეგიონული ბიუროების ხელმძღვანელებს შეხვდა. სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში გამართულ შეხვედრაზე სამსახურის შემდგომ განვითარებაზე ისაუბრეს და მიმდინარე და დაგეგმილი..

2020-02-21

ქუთაისში ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ტრენინგი მიმდინარეობს

ქუთაისის ბიუროში მიმდინარეობს ტრენინგი თემაზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 გათვალისწინებული თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებაზე, კერძოდ, იძულებითი და წინასასამართლო ზომების გამოყენების საკითხზე.  ტრენინგი ტარდება საქართველ..

2020-02-18

დაიწყო საინფორმაციო კამპანია "შენი უფლება 18 წლამდე"

დღეს, 12 თებერვალს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი და წარმომადგენლები, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის დარბაზში შეხვდნენ თბილისისა და რამდენიმე რეგიონის სკოლების მოსწავლეებს.  შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო მოსწ..

2020-02-12

"საფარის" წარმომადგენლები სამსახურს ესტუმრნენ

  10 თებერვალს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციის “საფარის” დირექტორ ბაია პატარაიას. შეხვედრაზე განიხილეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხები. ასევე ისაუბრეს მომ..

2020-02-10

სულხან-საბას უნივერსიტეტთან მემორანდუმი გაფორმდა

დღეს, 6 თებერვალს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა ვაჟა ვარდიძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის თანახმად, უნივერსიტეტის სტუდენტები პრაქტი..

2020-02-06

ბიუროებმა საბჭოს ახალი წევრი აირჩიეს

იურიდიული დახმარების საბჭოს ახალი წევრი ჰყავს. იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროების წარმომადგენელი საბჭოში დღეიდან ერთი წლის ვადით ესმა ნორაკია იქნება. ის ფარული კენჭისყრით დღეს სამსახურის თანამშრომლებმა აირჩიეს.  ესმა ნორაკია ქუთაისის ი..

2020-01-27

ტრენინგზე არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის საკითხებზე მსჯელობენ

დღეს, 16 იანვარს, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროში მიმდინარეობს ტრენინგი - არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა. ტრენერები - ევროსაბჭოს ექსპერტები ივანა როანა და თინათინ უფლისაშვილი ტრენინგის მონაწილეებს..

2020-01-16

ევროსაბჭოს ექსპერტები საზოგადოებრივი ადვოკატებისთვის ტრენინგს ატარებენ

14-15 იანვარს, იურიდიული დახმარების სამსახურში,  ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით მიმდინარეობს ტრეინინგი თემაზე: აღკვეთის ღონისძიებები; ადამიანის უფლებათა შემზღუდავი საპროცესო მოქმედებების გამოყენების სტანდარტი; ტრეინინგს უძღვებიან ..

2020-01-14

წონიარისის მოსახლეობა გლობალური კამპანიის საკითხებს გაეცნო

ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს იურისტ–კონსულტანტმა ნინო შარაშიძემ და შუახევის საკონსულტაციო ცენტრის იურისტ –კონსულტანტმა ირაკლი ხიმშიაშვილმა ქედის გენდერული ..

2019-12-29