Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

დირექტორმა სამსახურის ანგარიში წარადგინა

21 დეკემბერს, იურიდიული დახმარების მსასახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა, საზოგადოებრივ ადვოკატებს, კონსულტანტებსა და მოწვეულ სტუმრებს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის შენობაში, სამსახურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. რაჟდენ კუპ..

2019-12-23

ბორჯომში მცხოვრები დევნილები ქალთა უფლებებს გაეცნენ

2019 წლის 19 დეკემბერს, იურიდიული დახმარების სამსხურის, სამცხე–ჯავახეთის ბიუროს თანამშრომლები: დავით თელიაშვილი და თინათინ დიაკონაშვილი შეხვდნენ ქ. ბორჯომში ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს. შეხვედრა შედგა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გ..

2019-12-23

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტთან მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები პრაქტიკულ სასწავლო კურსს იურიდიული დახმარების სამსახურში გაივლიან. 21 დეკემბერს. ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შესაბამის მემორანდუმს ხელი სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და უ..

2019-12-21

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტთან მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები პრაქტიკულ სასწავლო კურსს იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროებსა და საკონსულტაციო ცენტრებში გაივლიან. ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შესაბამის მემორანდუმს ხელი სამსახურის დირექტორმა რ..

2019-12-19

აქცია ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად აქცია ჩატარდა

დღეს, 19 დეკემბერს, იურიდიული დახმარების სამსახური შეუერთდა ადვოკატთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ სოლიდარობის აქციას ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად. შიდა ქართლის იურიდიული დახმარების  ბიუროს ადვოკატმა ქეთევან გაგოევამ ოსურ ენაზე მიმართა ..

2019-12-19

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის განცხადება

იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლები გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას ლუკა სირაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებს, თანატოლებს. იმის მიუხედავად, რომ ჩვენს  ქვეყანაში გატარდა მნიშვნელოვანი რეფორმ..

2019-12-18

კოლეჯ "მერმისში" შრომით კანონმდებლობაზე ისაუბრეს

დღეს, 12 დეკემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა ნანო ვაჭარაძემ და ანა კვანტალიანმა საინფორმაციო გასვლითი კონსულტაცია ჩაატარეს საზოგადოებრივი კოლეჯის -"მერმისის" სტუდენტებთან. შეხვედრის მიზანი იყო სამართლებრივი ცნობიე..

2019-12-12

გორელმა მოსწავლეებმა ძალადობის საკითხებზე იმსჯელეს

10 დეკემბერს,  „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“ მიმართული გლობალური კამპანიის ფარგლებში, შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები ნინო მასურაშვილი, გერმანე ადუაშვილი და თენგიზ თუხარელი შეხვდნენ გორის მე-1..

2019-12-12

ხელვაჩაურელი ახალგაზრდები ადამიანის უფლებებს გაეცნენ

მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს,  აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი იამზე ზანდარაძე   შეხვდა ახალგაზრდებს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში, სადაც  ჩატარდა საინფორმაციო ტრენინგი თემაზე: ..

2019-12-12

ტრენინგი გენდერული საკითხების განხილვას მიეძღვნა

დღეს, 11 დეკემბერს, USAID PROLoG-ის პროექტის ფარგლებში, თბილისის ბიუროში ჩატარდა ტრეინინგი თემაზე - ეფექტური სამართალწარმოება გენდერული თანასწორობის საკითხებზე, რომელსაც თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი თამარ გაბოძე უძღვებოდა. ტრეინინ..

2019-12-11