Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

გაეროს სახლში შშმ პირებთან შეხვედრა ჩატარდა

2026 წლის 21 აპრილს, გაეროს სახლში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე:„იურიდიული დახმარების სამსახურის როლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეფექტიან სამართლებრივ მხარდაჭერაში“. შეხვედრა გახსნეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კა..

2026-04-24

ორბელსა და გაგულეჩში მობილური საკონსულტაციო ცენტრი ჩავიდა

16 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი ლეჩხუმში, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებს ორბელსა და  გაგულეჩს ესტუმრა. ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტებმა მაია ხვადაგიანმა და ინა მელაძემ ადგილობრივ მც..

2026-04-17

ჩატრდა ტრენინგი ნაფიც მსაჯულთა საკითხებზე

2026 წლის 15-16 აპრილს, თბილისში იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე "ადვოკატის უნარ-ჩვევები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე". ტერნინგს უძღვებოდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის  აღმოსავლეთ საქართველ..

2026-04-17

ჩატარდა ტრენინგი შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ

2026 წლის 7-8 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისათვის ჩატარდა ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის თემაზე. ტრენინგს უძღვებოდნენ დარგის ექსპერტები ნანა გოგიჩაიშვილი და ოლგა კალინა. ორდღიანი..

2026-04-14

ბათუმის უკრაინულ სახლში შეხვედრა ჩატარდა

2026 წლის 2 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები ბათუმში მდებარე უკრაინულ სახლს ეწვივნენ.  ინფორმაციის, ანალიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა მაია ნოზაძემ, საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეე..

2026-04-08

სასაშში და ჯახუნდერში მობილური საკონსულტაციო ცენტრი ავიდა

2026 წლის 1 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი ქვემო სვანეთში ავიდა.  ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტები მაია ხვადაგიანი და ინა მელაძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლების - სასაშის და ჟახუნდერის მოსახლეობ..

2026-04-06

სპეციალიზებულ საქმეთა ბიუროში ბავშვზე მორგებული სივრცე გაიხსნა

ბავშვთა უფლებების დაცვა მხოლოდ ვალდებულება არ არის, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, შევქმნათ ისეთი სისტემა, სადაც თითოეული ბავშვი თავს უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნობს. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, იურიდიული დახმარების სამსახურმა, ევროკავშირის მხარდაჭერითა დ..

2026-04-06

გაეროს ბავშთა ფონდთან UNICEF ხელძშეკრულება გაფორმდა

იურიდიული დახმარების სამსახური აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ერთად, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ბავშვთა უფლებათა დაცვის მექანიზმები, გავზარდოთ მათთვის სამართლებრივ სერვისებზე წვდომა და ავამაღლოთ ცნობიერება. აღნიშნ..

2026-04-01

ზუგდიდის ბიუროში მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა

2026 წლის 25 მარტს  იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის ბიუროს ესტუმრნენ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების ზუგდიდის კრიზისული ცენტრის ხელმძღვანელი თამარ ჯიჭონაია და იურისტი მარინა ნაჭყებია. კრიზისული..

2026-03-30

ჩატარდა ტრენინგი თემაზე - ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთან კომუნიკაციის თავისებურებები

2026 წლის 19-20-21 მარტს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისა დას ფსიქოლოგებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე "ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთან კომუნიკაციის თავისებურებები". ტრენინგს უ..

2026-03-24