17 სექტემბერს მობილური საკონსულტაციო ცენტრის მომსახურებით ისარგებლეს ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფლების - ახალსოფლის, ბალღოჯიანის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლების - ჩანტლისყურესა და საცხენეს მოსახლეობამ.
იურიდიული დახმარების სამსახურის თელავის ბიუროს ადვოკატმა ალექსი ტუსნიაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მოქმედი უფასო სამართლებრივი დახმარებისა და იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ. დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.
საზოგადოებრივმა ადვოკატმა ცენტრის დახმარებით აღნიშნული სოფლების მცხოვრებლებს იურიდიული კონსულტაციები გაუწია. კონსულტაციები ეხებოდა მიწის ფართობის რეგისტრაციის წესებს, მემკვიდრეობის საკითხებს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესებს, საბანკო და საოჯახო დავებს, მხარდამჭერის დანიშვნის, შრომითი ურთიერთობისა და სხვა მოსახლეობისათვის საინტერესო სამართლებრივ საკითხებს.
სექტემბრის ბოლომდე თელავის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები განაგრძობენ შეხვედრებს თელავის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ სოფლებს და ქალაქებში. მობილური საკონულტაციო ცენტრის დახმარებით ისინი დაინტერესებულ პირებს ინდივიდუალურ იურიდიულ კონსულტაციებს გაუწევენ.
იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი ორგანიზებულია გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით.