Top
ონლაინ დახმარება

 

სსიპ იურიდული დახმარების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი შეირჩა

2019 წლის 18 თებერვალს იურიდიული დახმარების საბჭო შეხვდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორობის კანდიდატებს. სამსახურის ამჟამინდელი დირექტორი მელიტონ ბენიძე ორგანიზაციის ხელმძღვანელობის  ხუთწლიან პერიოდს ასრულებს.

აღნიშნული საბჭოს გადაწყვეტილებით, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორად, ხუთი წლის ვადით, არჩეულია რაჟდენ კუპრაშვილი.

ადვოკატი რაჟდენ კუპრაშვილი  ადვოკატთა ასოციაციის წევრია. აქვს მრავალწლიანი კერძო საადვოკატო  და მენეჯერული გამოცდილება, რვა წლის განმავლობაში მუშაობდა მოსამართლის თანაშემწედ.

რაჟდენ კუპრაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოვალეობის შესრულებას 2019 წლის 24 თებერვლიდან შეუდგება.